პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს, რომლის რეალიზაციაც რამდენჯერმე განახორციელა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785936136

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6239 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა

1785935820

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი – „ნაცებში“ ბუნებრივი და ხელოვნური პროცესი მიმდინარეობს, ერთი იდეის გარშემო არ არიან გაერთიანებული, მხოლოდ ძალაუფლებაში მოსვლა უნდათ

„ნაცებში“ ბუნებრივი და ხელოვნური პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია ის, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთი იდეის გარშემო არ არიან გაერთიანებული და მხოლოდ ძალაუფლებაში მოსვლა უნდათ, – ამის შესა...

ლევან მაჭავარიანი

1785934581

საზოგადოება

ისტორიაში პირველად ქართველმა ათლეტმა Crossfit games 2026-ის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა

ქართველმა ათლეტმა ნიკა მაისურაძემ კალიფორნიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის - Crossfit games 2026 ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. სპორტსმენმა ასპარეზ...

ნიკა მაისურაძე

1785934042

ახალი ამბები

რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15:46 საათზე რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1785932983

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატალია კორძაიას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაც...

საქართველოს პრეზიდენტი