არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ კადრები საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ კადრები საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა. შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

სტუმრად მყოფი პრეზიდენტი და დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა. მანამდე, საამიროების პრეზიდენტი შეხვდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. ბიძინა ივანიშვილმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ისაუბრეს იმ მასშტაბური პროექტის ინვესტიციაზე, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები განახორციელებს საქართველოში.

როგორც შეიხმა აღნიშნა, საამიროები მზად არის, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს საქართველოში. მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაშიც, სადაც ორივე მხარემ დაადასტურა მზაობა, ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და აბუ-დაბის დეველოპერულ კომპანიას შორის, რომელიც 6 მილიარდიანი დოლარის მასშტაბური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, საამიროების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758368017

ახალი ამბები

ხანძარი თბილისში - არის მსხვერპლი

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ამ ეტაპისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევაზე...

ხანძარი ბათუმში

1758366683

ახალი ამბები

თბილისის მერია: ძლიერმა ქარმა თბილისში გარკვეული პრობლემები შექმნა - მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები

 ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა. თბილისის მერიის ცნობით, კერძოდ, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდ...

ძლიერი ქარი

1758364193

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მიაღწევენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახვიონ ომის ქარცეცხლში

ერთ დიდ გაუგებრობად გადაიქცნენ, იმიტომ რომ ნუთუ ვერ ხვდებიან მათი პატრონები, რომ ამ ადამიანების ადგილის საზოგადოებაში აღარ არის. არანაირი რეიტინგი, არანაირი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან , ამ მიწასთან...

გიორგი სოსიაშვილი

1758361728

სპორტი

რევაზ ჩიკოიძე პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონია

თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) მოუტანა. მან ფინალში ფრანგი ნაცერ ზორგანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონო...

რევაზ ჩიკოიძე

1758360279

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: 4 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდშიც საქართველოში იქნება მშვიდობა, განვითარება და ვერავინ შეძლებს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას შეუქმნას რისკები

4 ოქტომბერი იქნება, თუ შემდგომი პერიოდი, საქართველოში იქნება მშვიდობა, განვითარება და ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნას მშვიდობის რისკები, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდო...

გიორგი გაბუნია