ირაკლი ზარქუა ბრიტანეთის სანქციებზე: ესენი არიან ევროპის ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს კადრულობენ, ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს

„გვახსოვს, რეზოლუციებში გვიწერდნენ რაღაც სიგიჟეებს, შემდეგ ჩამოვიდა აშშ-დან დელეგაცია, რომელმაც ვერ დააფიქსირა [საქართველოს მიერ სანქციების გვერდის ავლა] და თქვეს, რომ ეს უსაფუძვლო განცხადებები იყო. მორიგ მსგავს აქტთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ მსგავსი ბრალდებები ახალი არ არის, თუმცა, მთავარია, რომ ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებს და წესრიგს იცავს, ხოლო ხელისუფლების არჩევანი - მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ, კვლავ უცვლელია.

„ესენი არიან ევროპის გარკვეული ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ გადატრიალება მოხდეს, თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს კადრულობენ. მათ შორის, აშშ-ის კონგრესი იქნება თუ ბრიტანეთის თემთა პალატა, ყველგან არიან ლობისტური ორგანიზაციები, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან, მცდელობა აქვთ, გააშავონ ეს ქვეყანა და სიგიჟეები მოუგონონ. ჩვენთვის ეს არახალია, ბევრი გვინახავს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო წესრიგს. ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ქალბატონმა კალასმა, ჯერ თავის ქმარს აუკრძალოს რუსეთთან ვაჭრობა და მერე უკითხოს სხვას მორალი. ჩვენ ჩვენი არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს არის - მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ - და ამას შევინარჩუნებთ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758368017

ახალი ამბები

ხანძარი თბილისში - არის მსხვერპლი

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ამ ეტაპისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევაზე...

ხანძარი ბათუმში

1758366683

ახალი ამბები

თბილისის მერია: ძლიერმა ქარმა თბილისში გარკვეული პრობლემები შექმნა - მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები

 ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა. თბილისის მერიის ცნობით, კერძოდ, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდ...

ძლიერი ქარი

1758364193

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მიაღწევენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახვიონ ომის ქარცეცხლში

ერთ დიდ გაუგებრობად გადაიქცნენ, იმიტომ რომ ნუთუ ვერ ხვდებიან მათი პატრონები, რომ ამ ადამიანების ადგილის საზოგადოებაში აღარ არის. არანაირი რეიტინგი, არანაირი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან , ამ მიწასთან...

გიორგი სოსიაშვილი

1758361728

სპორტი

რევაზ ჩიკოიძე პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონია

თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) მოუტანა. მან ფინალში ფრანგი ნაცერ ზორგანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონო...

რევაზ ჩიკოიძე

1758360279

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: 4 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდშიც საქართველოში იქნება მშვიდობა, განვითარება და ვერავინ შეძლებს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას შეუქმნას რისკები

4 ოქტომბერი იქნება, თუ შემდგომი პერიოდი, საქართველოში იქნება მშვიდობა, განვითარება და ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნას მშვიდობის რისკები, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდო...

გიორგი გაბუნია