მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის სისუსტე კონვერტირდება სურვილში, კონსტიტუციის გვერდის ავლით გაატარონ საკუთარი ინტერესები - ყველას, ვინც ჩათვლის, რომ აქვს უფლება, უკანონობით მიაღწიოს საწადელს, სათანადო სამართლებრივი პასუხი გაეცემა

რადიკალური ოპოზიცია ძალიან სუსტია, არანაირი რესურსი, რომ დემოკრატიული, სამართლებრივი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდეს, არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
როგორც მან განმარტა, სწორედ სისუსტის გამო, ოპოზიცია მუდმივად ეძებს არაკონსტიტუციურ გზებს, რათა ქვეყანაში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა, სახელმწიფო ყველას სათანადო სამართლებრივ პასუხის გასცემს, ვინც ჩათვლის, რომ უკანონო გზებით მიზნის მიღწევის უფლება აქვს.
„ეს სისუსტე, მუდმივად კონვერტირდება სწორედ მათ სურვილში, არალეგალური გზებით, კონსტიტუციის გვერდის ავლით გაატარონ ქვეყანაში საკუთარი ინტერესები. ამას, რა თქმა უნდა, რეალურად შედეგის დადგომა არ უწერია, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ყველას, ვინც ჩათვლის, რომ აქვს უფლება, უკანონობით მიაღწიოს საწადელს, სათანადო სამართლებრივი პასუხი აუცილებლად გაეცემა.
ხაბეიშვილმა ჩაიდინა ის საქციელი, რაც პირდაპირ აღწერილია სისხლის სამართლის კოდექსში. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ბუნებრივია, პასუხისმგებლობას ექვემდებარება და პოლიტიკოსის მანტია ვერავისთვის იქნება ინდულგენცია. ხაბეიშვილის და ბურჭულაძის ტანდემი, ერთმანეთის გამხნევებად რჩება და ამის იქით ვერ მიდის ვერც საზოგადოებრივი ნდობის, ვერც პოლიტიკის ეფექტიანობის და ვერც არჩევნებისთვის მომზადებულობის კუთხით. რეალურად, თუკი რომელიმე ძალაზე შეიძლება ითქვას „პოლიტიკურად ჩარეცხილი“, ეს არის რადიკალიზმი, რომელიც სულს ღაფავს საქართველოში და 4 ოქტომბრის შემდეგ, შეიძლება გაქრეს კიდეც“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
1758364193
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მიაღწევენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახვიონ ომის ქარცეცხლში
ერთ დიდ გაუგებრობად გადაიქცნენ, იმიტომ რომ ნუთუ ვერ ხვდებიან მათი პატრონები, რომ ამ ადამიანების ადგილის საზოგადოებაში აღარ არის. არანაირი რეიტინგი, არანაირი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან , ამ მიწასთან...
1758361728
სპორტირევაზ ჩიკოიძე პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონია
თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) მოუტანა. მან ფინალში ფრანგი ნაცერ ზორგანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონო...
1758360279
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: 4 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდშიც საქართველოში იქნება მშვიდობა, განვითარება და ვერავინ შეძლებს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას შეუქმნას რისკები
4 ოქტომბერი იქნება, თუ შემდგომი პერიოდი, საქართველოში იქნება მშვიდობა, განვითარება და ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნას მშვიდობის რისკები, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდო...
1758360224
ახალი ამბებიპროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძ...
1758360183
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიცია დადის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში, რომ დავალებები მიიღონ, რა უნდა გააკეთონ არჩევნებამდე და პოსტსაარჩევნო პერიოდში
როდესაც „ქართული ოცნება" ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც,...