ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ „ლელოც“, გახარიაც და „ნაცმოძრაობაც“ ერთი და იმავე ვერტიკალით იმართება
„ეს არის ზუსტად იმ რებრენდინგის ნაწილი, რაზედაც ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას. ანუ, გარე ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ხელოვნურად გამიჯნონ „ლელო“ და გახარიას პარტია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან“ - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, ყველა კარგად ხვდება, რომ „ლელოც“, გახარიაც და „ნაცებიც“ - ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართებიან.
„ეს არის ზუსტად იმ რებრენდინგის ნაწილი, რაზედაც ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას. ანუ, გარე ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ხელოვნურად გამიჯნონ „ლელო“ და გახარიას პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, იქიდან გამომდინარე რომ იციან, რომ ნაცებს ის წარსული ვერ ჩამორეცხეს და უნდათ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს „ლელო“ და გახარიას პარტია არიან დამოუკიდებელი ძალები და არ წარმოადგენენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.
თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან, თუ რაშია საქმე და აანალიზებენ იმას, რომ „ლელოც“, გახარიაც და „ნაცებიც“ - აბსოლუტად ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართებიან“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი სახეებისგან შემდგარ ალიანსს არ უერთდება „ლელო“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
1772955954
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...
1772953430
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...
1772953316
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1772953151
ახალი ამბებიპოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა დ...
1772950806
ახალი ამბებიჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ...































