გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: როდესაც ერთიანდები მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება უკანონოდ ჩამოაგდო და იმის იქით რას სთავაზობ ამომრჩეველს - ამას არ ამბობ, რა თქმა უნდა, ეს განწირულია ისევ დაშლისთვის
როდესაც ერთიანდები მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ხელისუფლება უკანონოდ ჩამოაგდო და იმის იქით რას სთავაზობ ამომრჩეველს - ამას არ ამბობ, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის განწირულია ისევ დაშლისთვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის განცხადებას გაერთიანების შესახებ. მაჭარაშვილი ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არჩევნებამდეც ვერ მიაღწევს.
„როგორც კი გამოაცხადეს, რომ ვითომ გაერთიანდნენ, ყველა სათითაოდ გამოვიდა და თქვა, რომ კი გავერთიანდით, მაგრამ ყველას ჩვენ ჩვენი გზა გვაქვსო. როდესაც ერთიანდები მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ხელისუფლება უკანონოდ ჩამოაგდო და იმის იქით რას სთავაზობ ამომრჩეველს - ამას არ ამბობ, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის განწირულია ისევ დაშლისთვის. ხან ორად გაიყო ნაცმოძრაობა, ხან ოთხად, ხან რვა, მერე თორმეტად, მერე ალბათ გზაში რომელიღაც ნაწილი გამოძვრება, მერე ისევ ამ სამს შეუერთებენ. ამ მდგომარეობით შეიძლება ვერც მიაღწიონ არჩევნებამდე და ვერც მიაღწევენ, იმიტომ რომ ამ დაშლილი ნაწილებიდან უმეტესობა მათგანს საკონსტიტუციო სასამართლოში ელის პოლიტიკურად გაუქმება და ანტისახელმწიფოებრივი სტატუსი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცხრა პოლიტიკური პარტიის ე.წ. ოპოზიციურ ალიანსს, „ლელო“ და გახარიას პარტია არ უერთდება. მიუხედავად კოალიციაზე უარისა, ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ პარტიები აზრს შეიცვლიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა კი „იმედზე“ ბრიტანეთის თავდასხმას იყენებს არგუმენტად, რათა „ქრონიკის“ კითხვებს გაექცეს.
1772959620
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძემ გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წ...
1772956641
ახალი ამბები„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. პირდაპირი რეპ...
1772955954
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...
1772953430
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...
1772953316
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...































