ნინო წილოსანი: სუვერენულ სახელმწიფოთა კონფერენცია კარგი საშუალება, რომ ყველა მნიშვნელოვან ადამიანთან, ვინც ამერიკული პოლიტიკის შემუშავებაში იღებს მონაწილეობას, გარკვეული კომუნიკაცია გვქონდეს

ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ამერიკაში დაგეგმილ სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაესწრება. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შესაძლებლობა გამოსაყენებელია და ქართველ კოლეგებს წარმატება უსურვა.

„ნელი ნაბიჯით, მაგრამ საკმაოდ კარგად და სტაბილურად მივდივართ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობების გადახალისებისკენ. სუვერენულ სახელმწიფოთა კონფერენცია, რომელზედაც ჩემი კოლეგები მონაწილეობას იღებენ, არის ძალიან კარგი საშუალება, რომ აშშ-ში ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებთან, ყველა მნიშვნელოვან ადამიანთან, ვინც ამერიკული პოლიტიკის შემუშავებაში იღებს მონაწილეობას, გარკვეული კომუნიკაცია გვქონდეს და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც სამწუხაროდ გარე ძალები და სხვადასხვა გავლენის ადამიანები უქმნიან საქართველოს. თითოეული ეს შესაძლებლობა გამოსაყენებელია და წარმატებები ჩემს კოლეგებს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრები იქნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; დაესწრებიან კონფერენციასაც, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792088757

ახალი ამბები

ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია

1792086808

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...

ირაკლი კობახიძე

1792085735

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792084456

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...

მარიამ ქვრივიშვილი

1792081777

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...

მარიამ ქვრივიშვილი