ლევან მაჭავარიანი: დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ჩვენ ტოპ სამ ქვეყანას შორის ვიქნებით კორუფციის სიმცირის კუთხით

დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ჩვენ ტოპ სამ ქვეყანას შორის ვიქნებით კორუფციის სიმცირის კუთხით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE" ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

ამ საკითხზე საუბრისას, მაჭავარიანმა ის საკანონმდებლო ინიციატივაც გაიხსენა, რომელიც კორუფციული დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად და რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი უკვე 2 წელი ხდება, რაც შემობრუნდა პოლიტიკაში და გადაახვიეთ მისი სიტყვა. მთავარი აქცენტი გვაქვს გაკეთებული კორუფციაზე. რა ხდება ამის შემდეგ? პრემიერ მინისტრად ინიშნება ირაკლი კობახიძე და თითქმის ყველა მინისტრი არის დღეს გამოცვლილი. ირაკლი კობახიძე როგორც კი გახდა პრემიერ მინისტრი აბსოლუტურად ყველა სამთავრობო განკარგულება გახდა გამჭვირვალე, მან შეცვალა პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა, ჩამოაყალიბა სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ფუნქცია არის კორუფციის გამოვლენა და აღმოფხვრა, გააძლიერა აუდიტის სამსახური და მთავარ აუდიტორად გადავიდა ბატონი გაბიტაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გახდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ასევე მუშაობს კორუფციის აღმოფხვრაზე. შესაბამისად, ჩვენი გეგმა რაც არის და ბატონი კობახიძის დანაპირები - მე დარწმუნებული ვარ მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ჩვენ ტოპ სამ ქვეყანას შორის ვიქნებით კორუფციის სიმცირის კუთხით”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775502572

მსოფლიო

ტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...

ტრამპი ტრამპი

1775500803

ახალი ამბები

🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს

NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...

რეკორდი რეკორდი

1775499762

საზოგადოება

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...

სოზარ სუბარი

1775499605

სოციალური მედია

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...

ილჰამ ალიევი

1775496205

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...

ტრამპი ტრამპი