ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა.

„მერამდენე რეზოლუციას იღებენ და ყოველ რეზოლუციაში ათასი სისულელე არის ჩაწერილი, მათ შორის ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია, თითქოს სააკაშვილი კვდება. თვითონ აღარ აქვს პრეტენზია სააკაშვილს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ რეზოლუციაში მაინც წერენ.

ყველა საღად მოაზროვნე, კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა. თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ იმისთვის, რომ თავიანთ ამომრჩეველს დააჯერონ, რომ კი არ ატყუებენ, ევრობიუროკრატებიც ასე თვლიან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.

რეზოლუციას სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773408776

ახალი ამბები

ტაბახმელაში მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს

ტაბახმელაში, მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობა...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1773407726

ახალი ამბები

პიტერ სიიარტო: ევროკავშირმა აშშ-ს უნდა მიჰბაძოს და შეაჩეროს სანქციები რუსულ ნავთობზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა მაგალითი შეერთებული შტატებისგან უნდა აიღოს და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოხსნას. სიიარტოს თქ...

პიტერ სიიარტო

1773407384

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7290 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7321 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ბიზნესი

1773406752

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა

1773405485

ახალი ამბები

თბილისში ტრაილერი ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერი ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ფაქტი ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურე...

პოლიცია, ლენტი