ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფო დამხობის მცდელობას, იმ ადამიანებს რომ პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ხომ ხვდება, რომ სისულელეა?!
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რადიკალები დამარცხდნენ „ქართულ ოცნებასთან“, „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხვეწნის წერილი გააგზავნეს ბრიუსელში, რომ საქართველო დასანქცირებულიყო. ბრიუსელმა მათი ეს ხვეწნა რომ არ გაითვალისწინა, სწორედ მათ მიმართეს ეუთოს ამ მექანიზმის ასამუშავებლად , - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ეუთოს სახელთან დაკავშირებული სხვადასხვა მისიის განსხვავებულ შეფასებებს საქართველოსთან დაკავშირებით.
„ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ჟანგბადი, რომელიც აღარ გააჩნია რადიკალურ ოპოზიციას, ხელოვნურად მიაწოდონ, რომ თავიანთ „ბაბლს“ აჩვენონ, რომ რასაც გესაუბრებით, კი არ გატყუებთ, „მოსკოვის მექანიზმიც“ იმავეს ადასტურებსო. თავადვე უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთი ტიპის მექანიზმი იქნება, თუ დოკუმენტი, აბსოლუტურად კარგავს და უკვე დაკარგა ნდობა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში. 4 ოქტომბერს ყველა რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფო დამხობის მცდელობას, იმ ადამიანებს რომ პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ხომ ხვდება, რომ ეს არის სისულელე?! 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რადიკალები დამარცხდნენ „ქართულ ოცნებასთან“, „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხვეწნის წერილი გააგზავნეს ბრიუსელში, რომ საქართველო დასანქცირებულიყო. ბრიუსელმა მათი ეს ხვეწნა რომ არ გაითვალისწინა, სწორედ მათ მიმართეს ეუთოს ამ მექანიზმის ასამუშავებლად და ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაშველი რგოლი გამოუგზავნეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1773413191
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა. „მერამდენე რეზოლუციას იღებენ და ყოველ რეზოლ...
1773411019
მსოფლიოევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა
„ჩემი პოლიტიკური კარიერა ნამდვილად დასრულდა. არ ვაპირებ არც ეროვნულ და არც ევროპულ საკანონმდებლო ორგანოებში კენჭისყრას“, - ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქ...
1773409482
მსოფლიოAxios: „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ირანი კაპიტულაციასთან ახლოსაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან გამართული ვირტუალური სამიტის დროს განაცხადა, რომ ირანი კაპიტულაციასთან ახლოსაა. ინფორმაციას Axios-ი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამ მაღალჩ...
1773408776
ახალი ამბებიტაბახმელაში მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს
ტაბახმელაში, მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობა...
1773407726
ახალი ამბებიპიტერ სიიარტო: ევროკავშირმა აშშ-ს უნდა მიჰბაძოს და შეაჩეროს სანქციები რუსულ ნავთობზე
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა მაგალითი შეერთებული შტატებისგან უნდა აიღოს და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოხსნას. სიიარტოს თქ...



























