საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, სატვირთო ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოიტანეს 18 000 კილოგრამი უნივერსალური დანამატი „ოქტან+“.

ბრალდებულები, საბაჟო წესების დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ ნივთიერება „ოქტან+“-ის საქართველოში შემოტანას, რომელსაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი საწვავის მისაღებად იყენებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ საამქროებში კუსტარულად დამზადებული საწვავის რეალიზაციას თბილისში მდებარე მათსავე კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებზე ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთიერების ღირებულება 22 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ასევე 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773413374

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი, რომ პასუხის გარეშე არ დარჩეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია...

ლევან მაჭავარიანი

1773413191

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა. „მერამდენე რეზოლუციას იღებენ და ყოველ რეზოლ...

ლევან მაჭავარიანი

1773411019

მსოფლიო

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა

„ჩემი პოლიტიკური კარიერა ნამდვილად დასრულდა. არ ვაპირებ არც ეროვნულ და არც ევროპულ საკანონმდებლო ორგანოებში კენჭისყრას“, - ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქ...

ანა ფოტიგა

1773409482

მსოფლიო

Axios: „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ირანი კაპიტულაციასთან ახლოსაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან გამართული ვირტუალური სამიტის დროს განაცხადა, რომ ირანი კაპიტულაციასთან ახლოსაა. ინფორმაციას Axios-ი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამ მაღალჩ...

დონალდ ტრამპი

1773408776

ახალი ამბები

ტაბახმელაში მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს

ტაბახმელაში, მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობა...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,