როგორ ცდილობს თინა ხიდაშელი ქართული საკანონმდებლო რეგულაციებისთვის გვერდის ავლას? - მან არასამთავრობო ორგანიზაცია 2024 წელს ჩეხეთში დაარეგისტრირა
როგორ ცდილობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას? - მან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჩეხეთში დაარეგისტრირა.
ასოციაციის წესდებაში, რომელიც 2024 წლით თარიღდება, აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო იდეის“ იურიდიული მისამართი მდებარეობს პრაღაში.
„ასოციაცია არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, არასამთავრობო, არაკომერციული ასოციაცია, რომლებიც გაერთიანდნენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იდეების მხარდასაჭერად და გასავრცელებლად, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიულზე გადადიან“, - ვკითხულობთ წესდებაში.
წესდების შინაარსთან დაკავშირებით დამფუძნებლების შეთანხმების ოქმზე, ფიქსირდება როგორც ხიდაშელის, ისე დავით უსუფაშვილის ხელმოწერები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები რეგისტრაციისთვის უცხო ქვეყნებს ირჩევენ, ვინაიდან, საქართველოში მოქმედი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
1773302577
ახალი ამბებიგივი თარგამაძე: ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას და შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს
ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე. მისი თქმით, შესაბამისად, არა...
1773301205
ახალი ამბებიპაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე: შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი
შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, - განაცხადა მედიასთ...
1773299297
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ოპონენტებზე: საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება, არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი
„ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადებები, რა განცხადებები მოჰყვა ერთი წლის წინ ამ ცვლილებას, ამ კანონის მიღებას. ეს არახალია, მათ 2009 წლიდან უნდა სცოდნოდათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად“- ამის შესახებ ფრ...
1773298486
ახალი ამბებიტყიბულის მერია: მეწყრული პროცესების შედეგად, დაინგრა 5 საცხოვრებელი სახლი, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია
„სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად, 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მუნიც...
1773297862
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
შსს-ს ცნობით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. მათივე ცნობით,...


























