ლევან მაჭავარიანი: ჯო უილსონი საქართველოსა და ქართველ ხალხზე ნაკლებად დარდობს, ის ამაში ფულს იღებს
ჯო უილსონი საკუთარი განცხადებებისთვის ფულს იღებს, რაც ასახულია „ფარას“ დოკუმენტაციაში. ეს არის ადამიანი, რომელიც დროშებით და ინაუგურაციის ბილეთებით ვაჭრობს, იმდენად სამარცხვინოა, თვითმფრინავში საკუთარი დელეგაციის ხელმძღვანელმა არ აუშვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯო უილსონი რას დააინიცირებს, საინტერესო არ არის.
„ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგს ტრამპის ადმინისტრაცია ქმნის, ჩვენ სწორედ მათთან გვაქვს საქმე და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც მათგან ველოდებით. ჯო უილსონი საქართველოსა და ქართველ ხალხზე ნაკლებად დარდობს, ის ამაში ფულს იღებს.
„ფარას“ დოკუმენტებით, ეს ადამიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ ფულს იღებს, რათა ეს ყველაფერი დააინიციროს, რეზოლუციის ტექსტები შეადგინოს და შემდეგ რაღაც ხმაური ატეხოს, რათა აგენტურული ოპოზიციის მედიასაშუალებებს მასალა ჰქონდეთ, რომ რაღაც ნიუსი მოამზადონ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1785410700
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს ძალიან დიდი დილემა: არა მარტო ის, თუ ვის აირჩევენ თავმჯდომარედ ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ შიშიც, ვის გამოეცხადება სააკაშვილის სული საღამოს, თუ გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ იქნება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობასთან დაკავშირებულ საკ...
1785410500
მსოფლიოსომხეთში სომხების შეურაცხყოფის გამო რუსი ბლოგერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსი ბლოგერის ნადეჟდა პიროჟკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც სომხებს „ვარდავარის“ დღესასწა...
1785409075
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით
ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ხალხისთვის ხელშესახები პროექტების განხორციელებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია თავისი ილუზიების ვირტუალიზაციით, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართვე...
1785409026
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკ...
1785405447
საზოგადოებასაბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა
საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა, - ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული გან...



























