პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დაზარალებულს დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა და მოკვლით დაემუქრა. ხოლო დაზარალებულის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, ანგარებით მისი მკვლელობა შეუკვეთა. შეკვეთილი მკვლელობის შესრულების მიზნით, ბრალდებულთან კავშირში მყოფი პირი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად მოემზადა, რაც დროული რეაგირების შედეგად სამართალდამცველებმა აღკვეთეს.
ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 109 „ნ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 223-ე სეკუნდა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ხოლო მეორეს ბრალდება დაუსწრებლად 223-ე პირმა მუხლის პირველი ნაწილით, 18-109 „ნ“ ქვეპუნქტით და 181-ე მუხლის მე2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით, ხოლო მეორეს დაუსწრებლად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
1785417200
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6266 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6272 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1785414995
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე...
1785413445
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჯო უილსონი საქართველოსა და ქართველ ხალხზე ნაკლებად დარდობს, ის ამაში ფულს იღებს
ჯო უილსონი საკუთარი განცხადებებისთვის ფულს იღებს, რაც ასახულია „ფარას“ დოკუმენტაციაში. ეს არის ადამიანი, რომელიც დროშებით და ინაუგურაციის ბილეთებით ვაჭრობს, იმდენად სამარცხვინოა, თვითმფრინავში საკუთარ...
1785412948
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: „ნაცმოძრაობის“ „ლიდერშიფიდან“ რა მესიჯებიც გვესმის, სიახლეზე საუბარი არ არის, ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ, ასეთი ტიპის აგენტურული პარტიისთვის ახალი წევრების დამატება რთულია
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფიდან რა მესიჯებიც გვესმის, არანაირ სიახლეზე არ არის საუბარი. ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ...
1785412370
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ფიზიკური პირის ხ. ხ. (სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თევდორე მღვდლის ქ. N5) კუთვნილი საზოგადო...



























