პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, თითქოსდა აუქციონის გზით ავტომობილის შეძენის და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარების მიზნით, დაზარალებულების კუთვნილ 9141 ლარს და 44 135 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1785404695
საზოგადოებაგიორგი შანიძე: საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციების წინააღმდეგაა მიმართული
მსახიობმა გიორგი შანიძემ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობ დააანონსა, რომელიც ქვეყანაში არსებული ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზაციისკენ იქნება მიმართული. შანიძის...
1785403944
საზოგადოებათბილისის მერია: საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა
საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით,...
1785402213
საზოგადოებაჯანმომ საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მაგალითად დაასახელა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მოდელად აღიარა. ორგანიზაციის 2026 წლის ჰეპატიტების გლობალურ ანგარიშში ხაზგასმულია ქვ...
1785401144
საზოგადოება112-ს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვი...
1785400385
საზოგადოებასაპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან მაისურაძემ, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების...



























