ლევან მაჭავარიანი მანდატების ჩახსნაზე: რადიკალური ოპოზიციის გარე მფარველებს გარკვეული გათვლა ჰქონდათ, რომ ჩვენ წავიდოდით ისეთ კომპრომისებზე, რაც უკვე ნანახი სერია იყო

ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს რას მოიმოქმედებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ჩემი აზრით ინსტრუქცია წამოვა იმდაგვარი, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
„ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს როგორ იმოქმედებენ ისინი. ზუსტად ანალოგიურს აპირებდნენ ისინი, როდესაც არ მოინდომეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა და შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ამით პირველ რიგში შეურაცხყოფა მიაყენეს თავისივე ამომრჩეველს. მათ გარე უფროსებს რაღაც გარკვეული გათვლა ჰქონდათ, რომ ჩვენ წავიდოდით რაღაც ისეთი ტიპის დათმობებზე და ისეთ კომპრომისებზე, რაც უკვე ნანახი სერია იყო 2020 წელს, შარლ მიშელის შეთანხმებას ვგულისხმობ. სწორედ ამ გათვლაზე დაყრდნობით ჩახსნეს თავისი მანდატები.
არავის არაფერი არ დაუძალებია და, შესაბამისად, ახლა ჩვენ გვსაყვედურობენ რეზოლუციაში. ბოლო ერთ-ერთ რეზოლუციაშიც ასახული იყო, რომ როგორ შეიძლებაო, რომ ეს ოთხი რადიკალური პარტია არ იყოს პარლამენტშიო და ვინ დაუშალა? ეს მათივე სურვილი იყო და რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადაში, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა და მათი მანდატები უნდა ჩახსნილიყო. ახლა თუ დაახლოებით იგივე კომბინაციაზე ისინი იფიქრებენ თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც, ჰარაკირის თვითონვე იტარებენ ხომ? მაგ შემთხვევაში საერთოდ გამქრალები არიან და ისედაც საგამოძიებო კომისია მუშაობას რომ დაასრულებს და ჩვენ რომ საჩივრით მივმართავთ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს ამ წლის ბოლომდე ეს პროცესი ისედაც დამთავრდება.
მე მგონია, რომ პირიქით ინსტრუქცია წამოვა იმდაგვარი, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ახლა წინასწარ იმის გასაზღვრა ძალიან რთულია როგორი დავალება ექნებათ - დაიშალონ მეტ პარტიად , თუ გაერთიანდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, თუ დე ფაქტო ლიდერი დაუნიშნონ, როგორც წინა არჩევნებში დაუნიშნეს ქალბატონი ზურაბიშვილი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმ დროს საქართველოს პრეზიდენტი იყო, თუმცა დღეს უკვე იგი თანამდებობას უკვე აღარ იკავებს, შესაბამისად, შეიძლება პოლიტიკურ ველზე ახალი „მოლიდერო“ პიროვნება გამოაჩინონ.
„რაც მალე დაუბრუნდება ქალბატონი ზურაბიშვილი რეალურ სამყაროს მით უკეთესი მისთვის. ჯერ საუბარი იყო რაღაც ქარტიაზე, მერე საუბარი იყო ალტერნატიული პარლამენტის შექმნაზე, არ ვიცი შექმნეს თუ არა და თავმჯდომარედ ვინ დანიშნეს, მერე რაღაც ალტერნატიულ მთავრობას აყალიბებდნენ, არ ვიცი პრემიერ-მინისტრად ვინ დანიშნეს. ახლა უკვე რაღაც ამდაგვარ ბუნდოვანებებზე არის საუბარი. კი ბატონო, გააგრძელონ რაღაც ასეთი ტიპის სახლობანას თამაში, ამით თვითონვე იზიანებენ რეპუტაციას საკუთარ მომხრეებთან. ეს ყველაფერი არასერიოზული არის და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1746691207
საზოგადოებაპაპუაშვილი: ძალიან ნათელია ორკესტრირებული თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა
„ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათ...
1746691124
საზოგადოებალევან მოსეშვილი: 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2...
1746689938
საზოგადოებანინო წილოსანი: ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც არაერთხელ დამდგარა ჩვენ წინაშე
„ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, „ქართული ოცნება“ წაიყვანოს მოგების გზით და უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მან...
1746689842
საზოგადოებალევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა
„საქართველოს რკინიგზას“ ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს - გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოა...
1746688239
საზოგადოებასოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს
ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, ჯამურად,...