მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
„შესაძლებლობა მქონდა გავსაუბრებოდი არაერთ კოლეგას, ასევე გამემართა შეხვედრები. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
იცით, რომ შვეიცარია არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რეგიონში არსებულ სიტუაციზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა შეაფასა შუა დერეფნის საკითხებზე გამართული პანელური დისკუსიაც, რომელშიც ის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად მონაწილეობდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება განიხილება და ამ კონტექსტში საქართველოს როლი, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმ პოტენციალზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან.
1771055154
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რადიკალების ლოგიკით, ორბანი „პუტინის კაცია“, ტრამპიც „პუტინის კაცი“ გამოდის და, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი მართავს ფაქტობრივად, მთელს მსოფლიოს - მაშინ, რანაირად უნდა მოეგო უკრაინას ომი რუსეთისთვის, ლოგიკური დისონანსია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისადმი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ლევან...
1771054234
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა განხილვა შუა დერეფნის საკითხებზე. ამ განხილვაში მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად
საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილი კონფერენციის ფარგლებში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ შეხ...
1771052872
ახალი ამბებიპოლიციამ ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი, 2010 წელ...
1771052216
საზოგადოებაიმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დ...
1771051654
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 61 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული მოლდოვას მოქალაქე ი.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...



























