ლევან მაჭავარიანი საჯარო დებატებზე: შეთავაზება ერთის მხრივ, იმ დარგის ექსპერტებს ეხებათ, რა თემაზეც იქნება დებატები. ხოლო პოლიტიკურ ჭრილში ეს ეხებათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც კონსტიტუციურ წყობილებას აღიარებენ ჩვენს ქვეყანაში
საჯარო დებატების შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა. მან დებატების ორ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
„შეთავაზება, ერთის მხრივ, პოლიტიკური ნაწილი რომ არ ჩავთვალოთ, კონკრეტულად იმ დარგის ექსპერტებს ეხებათ, რა თემაზეც იქნება დებატები. ხოლო პოლიტიკურ ჭრილში ეს ეხებათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც კონსტიტუციურ წყობილებას აღიარებენ ჩვენს ქვეყანაში. ამით უფრო ვიწროვდება რადიკალები წრე, იქიდან გამომდინარე, რომ ის რადიკალები, რომლებიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების, პარლამენტის ლეგიტიმაციას და ასე შემდეგ, მათთან რა თქმა უნდა, სასაუბრო ჩვენ არაფერი გვაქვს”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.
1769964496
საზოგადოებაპრემიერი: ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში აკრიტიკებენ ამ რეფორმას
ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში....
1769962100
ახალი ამბებითბილისში 58 წლის კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა
თბილისში 58 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილი თელავის მცხოვრები იყო, თუმცა თბილისში მუშაობდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ...
1769960446
საზოგადოებაგივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცდა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული, მიზნად ისახავს სახელმწიფო...
1769958424
საზოგადოებაგივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით
რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით....
1769956387
საზოგადოება„ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა“ - ლევან მაჭავარიანი ქეთევან გორჯესტანის განცხადებებზე
სალომე ზურაბიშვილის შვილის განცხადება არც მოულოდნელი და არც გასაკვირი ყოფილა „ქართული ოცნებისთვის“. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების მსგავსად, გორჯესტანისთვისაც, მთავარი პრობ...



























