ლევან მაჭავარიანი: სამარცხვინოცაა, რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, რომ თითქოს, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. ძალიან სამწუხაროა, ამ შემთხვევაში ამ როლში საფრანგეთი აღმოჩნდა
ძალიან კარგია, რომ „ნაცები ერთმნეთს აბულინგებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლოს არასამთავრობოებმა სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში აღარ შეიყვანეს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეკა გიგაურის მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოეხსენიების საკითხს.
მისივე თქმით, არასამთავრობოები იმას მაინც მიხვდნენ, რომ ასეთი დონის თავხედობა უკვე აღარ შეიძლებოდა, რადგან აღნიშნულის საქართველოში 20-30 ადამიანსაც კი აღარ სჯერა.
„სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში ბულინგმა გაჭრა. მათ ისეთ საქმეებთან დაკავშირებით დაიწყეს პოლიტიკური დევნის დასახელება - ყველამ იცის სააკაშვილის მიერ გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებით, შემდეგ შეფუთეს, თითქოს „პიჯაკების საქმეა“, რომ გაეუბრალოებინათ საკითხი. 9 მლნ ლარზეა საუბარი. არა მგონია, პიჯაკები 9 მლნ ლარი ჯდებოდეს.
ზოგადად, სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მკვლელი, მკვლელი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, ვინც ავანგარდში იდგა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან არასერიოზულია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებები. მით უმეტეს, ეკა გიგაურის მხრიდან, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.
ერთი მხრივ, სამარცხვინოცაა, რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, რომ თითქოს, საქართველოს სახელით და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ამ როლში საფრანგეთი აღმოჩნდა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ეკა გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ მისთვის მისჯილი საპატიმრო ვადა და გამოტანილი განაჩენები ფარული პოლიტიკური მიზნებია.
1790410763
საზოგადოებასაქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვ...
1790408659
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალ...
1790407694
საზოგადოება„გაჰკვირვებია აგენტურას, თუ რატომ ვახსენე, რომ მჩხიბავები მიჰყავდათ „უწყვეტ“ აქციებზე და „სატანისტურ“ რიტუალებს ატარებდნენ“ - ლევან მაჭავარიანი საპროტესტო აქციებზე ჩატარებულ რიტუალებს იხსენებს და ვიდეოს აქვეყნებს
მჩხიბავები აქციებზე და რიტუალები - 2024-2025 წლების მოვლენებს და აქტივისტთა ქმედებებს ლევან მაჭავარიანი იხსენებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოციალურ ქსელში აქვეყნებს კადრ...
1790405685
საზოგადოებააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყო...
1790404730
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონ...



























