ლევან მაჭავარიანი: ტრამპს სანქციების ამუშავება რომ უნდოდეს, საერთოდ არ სჭირდება „მეგობარი აქტი“, ჩემი პირადი ვარაუდია, რომ სულ რომ კანონად იქცეს ეს აქტი, ბატონი ტრამპი ამას ხელს არ მოაწერს

ტრამპს სანქციების ამუშავება რომ უნდოდეს, საერთოდ არ სჭირდება „მეგობარი აქტი“, არც მისი კანონპროექტი და კანონი. იგი უფლებამოსილია, რომ ეს ყველა სანქცია გაატაროს დღესაც, შეეძლო ერთი თვის წინაც და ერთი თვის შემდეგაც შეეძლება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „მეგობარ აქტზე" საუბრისას.
მისივე თქმით, აქტი აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს იყო დაინიცრებული, სწორედ იმ ადმინისტრაციის, რომლის პირობებშიც გაფუჭდა საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობა.
„მეგობარი აქტი“ დაინიცირებული იყო წინა ადმინისტრაციის დროს, როდესაც ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ბატონი პრესსპიკერი დღეს არ ტოვებდა ისე, რომ საქართველოზე რაღაც აბსურდი არ ესაუბრა. შემდეგ ენტონი ბლინკენი გამოვიდოდა, დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრებდა, ჩაფრინდებოდა მონღოლეთში, იქიდან იტყოდა, რომ ვიმყოფები მონღოლეთში, დემოკრატიის ოაზისში და ა.შ. გვახსოვს წინა ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული ისეთი საქმეები, რამაც გააფუჭა ურთიერთობა ჩვენსა და აშშ-ს შორის.
„მეგობარ აქტს" ოპოზიციაც რატომ ზეიმობს ასე, ვერ ვხვდები იმიტომ, რომ ავრცელებენ ცრუ ნარატივს და მათი მომხრეები უყურებენ მათ ტელევიზიებს და სიმართლეს ვერ იგებენ. იქ რაც წერია, ბატონ ტრამპს ამ ყველაფრის ამუშავება რომ უნდოდეს, საერთოდ არ სჭირდება „მეგობარი აქტი", არც მისი კანონპროექტი და კანონი. იგი უფლებამოსილია, რომ ეს ყველა სანქცია გაატაროს დღესაც, შეეძლო ერთი თვის წინაც და ერთი თვის შემდეგაც შეეძლება. მნიშვნელობა არ აქვს ეს კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა. ეს ყველაფერი ბატონ ტრამპს დამატებით მანდატს არ აძლევს. ჩემი პირადი ვარაუდია, რომ სულ რომ კანონად იქცეს ეს აქტი, ბატონი ტრამპი ამას ხელს არ მოაწერს, მაგრამ სულ რომ ხელიც მოაწეროს, ეს არ ავალდებულებს მას, რომ ეს ყველაფერი აამოქმედოს. მას აქვს სრული თავისუფლება“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.
1746689842
საზოგადოებალევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა
„საქართველოს რკინიგზას“ ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს - გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოა...
1746688239
საზოგადოებასოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს
ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, ჯამურად,...
1746687496
საზოგადოებასამოქალაქო ავიაციის სააგენტო: 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა
2025 წლის საწყის ოთხ თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. სულ გადაყვანილ იქნა 2 189 558 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზ...
1746686617
ახალი ამბებიფსიქოლოგიური ძალადობით და მუქარით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა - ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრ...
1746685117
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული...