ლევან მახაშვილი: ამდენი წელია ძალიან კარგად ვხედავთ, რამდენიმე კარგი პროექტის მიღმა, რომელსაც შირმად იყენებენ ხოლმე, სად მიდის და რაში იხარჯება უცხოური ფული საქართველოში

ჩვენ ამდენი წელია ძალიან კარგად ვხედავთ, რამდენიმე კარგი პროექტის მიღმა, რომელსაც შირმად იყენებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, სად მიდის და რაში იხარჯება უცხოური ფულის საქართველოში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომელიც ქართული „ფარას“ გვერდის ავლით არასამთავრობოთა დაფინანსების მორიგ სქემას ეხება.

„იმის ნაცვლად, რომ საკუთარ სახელმწიფოებში რეალურ პრობლემებს მოხმარდეს, ეს თანხა მიდის ნეგატიური, დესტრუქციული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებაში, მათ შორის საქართველოში. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ რომ შეისწავლონ, მათ შორის საპარლამენტო ზედამხედველობის ბერკეტების გამოყენებით, რაში იხარჯება მათივე მოსახლეობის ფული. ჩვენ ამდენი წელია ძალიან კარგად ვხედავთ, რამდენიმე კარგი პროექტის მიღმა, რომელსაც შირმად იყენებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, სად მიდის და რაში იხარჯება უცხოური ფულის საქართველოში“, - აღნიშნა მახაშვილმა.

„იმედის კვირის“ ექსკლუზივის თანახმად, ორგანიზაცია „ჯისიარტმა“ ევროკომისიისგან 3 მილიონამდე ლარი მიიღო. გრანტის დანიშნულების მიხედვით, თანხა მსხვერპლთა ტანჯვის შემსუბუქებას უნდა მოხმარდეს. კანონში არსებული გამონაკლისით, ამ შემთხვევაში, ორგანიზაციას რეესტრში რეგისტრირება აღარ ევალება. მიღებული თანხა 11 ორგანიზაციაზე განაწილდა, რომლებიც საპროტესტო აქციების დაფინანსებასა და ჯარიმების გადახდაში აქტიურად მონაწილეობენ. თანხა კონკრეტულმა უფლებადამცველებმაც მიიღეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761032762

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია სოფო ხორგუანის განცხადებაზე, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ხოლო გახარიას პარტიის რეიტინგი ლეგიტიმური: ღიმილის მომგვრელია, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური

მათემატიკაში „ძალიან ძლიერად“ არიან. ღიმილის მომგვრელია ეს განცხადება, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის წარმომადგენლის ს...

ირაკლი კირცხალია

1761032735

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ისევ ის დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, ძალიან ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელ წახალისებასაც, სამწუხაროდ ვხედავთ დღევანდელი ბრიუსელისგან

ყველაზე მთავარი რა დასკვნაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი შეხვედრიდან და შემდეგ განცხადებებიდან, ისევ და ისევ ის ხმამაღალი დუმილი, რომელსაც ვისმენთ ბრიუსელიდან, შემდეგ მათი წარმომადგენლობებიდან აქ,...

ირაკლი კირცხალია

1761032709

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1761030251

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სარფში ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კო...

 ნარკოტიკული საშუალება

1761030214

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ წარსულში ქურდობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგა...

ძებნილი დააკავა