ლევან მახაშვილი: გერმანიის წინა ელჩის წასვლასთან ერთად გადაიდგა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენ აღვადგინოთ ორმხრივი ურთიერთობები და დავაბრუნოთ ცივილური დიალოგის ფარგლებში
ფაქტი ერთია, წინა ელჩის წასვლასთან ერთად, რამდენიმე დღეში ვხედავთ პოზიტიურ ნაბიჯებს, - ასე აფასებს ლევან მახაშვილი ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გადაიდგა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები იმისკენ, რომ საქართველომ გერმანიასთან ორმხრივი ურთერთობები აღადგინოს.
„ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ გერმანიის წინა ელჩის წასვლასთან ერთად გადაიდგა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენ აღვადგინოთ ორმხრივი ურთერთობები და დავაბრუნოთ ცივილური დიალოგის ფარგლებში.
იმედია ეს ნაბიჯები გაგრძელდება, ჩვენი მხრიდანაც თუ რაიმე იქნება საჭირო, რომ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ დინამიკას ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად. დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს ვისი ბრალეულობა იყო, ის რომ დღეს ურთიერთობები ჩიხურ მდგომარეობაშია, ფაქტი ერთია, წინა ელჩის წასვლასთან ერთად, რამდენიმე დღეში ვხედავთ პოზიტიურ ნაბიჯებს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
1784640974
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურის განცხადებით, საქმეშ...
1784640332
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა
„საქართველოს აეროპორტებიდან არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვებიც ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი. მისი ინფორმ...
1784639221
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6301 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6315 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784638062
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალ...
1784636843
საზოგადოებალევან მოსეშვილი: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია
„საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება“, - განაცხადა საქართველოს აერო...



























