შსს „ფორმულას“ ინფორმაციაზე: გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია - ცრუ ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გადაცემაში ნახსენები პოლიციის თანამშრომელი, შოთა მარუაშვილი გორში მომხდარი ინციდენტის დროს და არც შემდეგ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო გადაცემაში ნახსენები კიდევ ერთი სამართალდამცველი, ბესიკ ქვრივიშვილი ადგილზე გამოცხადდა მომხდარის შემდგომ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ფაქტობრივი გარემოებები შესაბამის უწყებაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
1780764597
საზოგადოებალევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები, რაც არის გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ
ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები, გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები, რაც არის გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონ...
1780764495
საზოგადოებაწულუკიანი ვახტანგ მეგრელიშვილს: დისკუსიის სიმწვავის ხარისხი, რომელიც თქვენ არ გაკმაყოფილებთ პარლამენტში არის მხოლოდ და მხოლოდ იმ დესტრუქციული პარტიების ბრალი, რომლებმაც საკუთარ მანდატსა და ამომრჩეველზე უარი თქვეს
ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია. ერთადერთი, რადიკალური ოპოზიციის ფრთა, რომელიც პარლამენტში შემოვიდა, სახეზეა. ალბათ თქვენ პლენარულ სხდომებს არ უსმენთ, ეს არის გიორგი გახარია...
1780764072
საზოგადოებათეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ. შევძელით, მტკივნეული რეფორმის და მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი
თქვენთვის ცნობილია, რომ მე ჯერ კიდევ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის რანგში პირადად ვიყავი ჩართული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მიზნით საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმატორულ პროცესში, ბატონი პრე...
1780763184
საზოგადოებაკახა კალაძე სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოების საწყის ეტაპს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც მერმა აღნიშნა, არსებული მდგომარეობით,...
1780759869
საზოგადოებაკოტე ჟღენტი: როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი, „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“ - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება
როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი, „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“ - ასეთი რამ არ მომხდარ...



























