ლევან მახაშვილი: როდესაც ელჩი ამბობს, რომ მაინც ღიაა კარი, ჩვენ ამას დავიჯერებდით, საერთო კონტექსტი რომ იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი, მაგრამ როდესაც ჯიქურ არ ჩერდება მცდელობა, წაახალისონ შიდა რადიკალიზაციის პროცესი, არასერიოზულია
„როდესაც ელჩი ამბობს, რომ მაინც ღიაა კარი, ჩვენ ამას დავიჯერებდით საერთო კონტექსტი რომ იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. მან ამგვარად უპასუხა წამყვანის კითხვას, „საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაც მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ ამ რეგრესის მიუხედავად, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება. ამ განცხადებიდან ერთი ლოგიკური დასკვნა კეთდება, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა ამ კარში, თუკი საქართველოს ხელისუფლება უპირობოდ შეასრულებს ყველა იმ დირექტივას, რომელიც ევრობიუროკრატიიდან მოდის. რას გვეუბნება ელჩი?“
როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, არადამაჯერებელი და არასერიოზულია. ერთი ხელით დიალოგს სთავაზობდე ქვეყანას და მეორე ხელით მაქსიმალურად ძირს უთხრიდე მის სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„როდესაც ელჩი ამბობს, რომ მაინც ღიაა კარი, ჩვენ ამას დავიჯერებდით, საერთო კონტექსტი რომ იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მაინც ჯიქურ არ ჩერდება მცდელობა, წაახალისონ შიდა რადიკალიზაციის პროცესი, არადამაჯერებელი და არასერიოზულია, ერთი ხელით დიალოგს სთავაზობდე ქვეყანას და მეორე ხელით მაქსიმალურად ძირს უთხრიდე მის სახელმწიფო ინსტიტუტებს.
ამიტომ, კი ბატონო, ძალიან კარგია, თუ ასეა, უბრალოდ ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, სურვილი, რომ ამ განცხადებების მიღმაც რეალურად იქნება იმის განწყობა ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან, რომ ეს დიალოგი ნამდვილად წარიმართოს.
რაც შეეხება დირექტივებს, ესეც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, დირექტივების გათვალისწინება იმდენად იქნება ჩვენი ინტერესი, რამდენადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. ამიტომ, ეს გრძელ ვადაზეა გაწერილი. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ არის ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ბევრი გაუგებრობაც შეიძლება იყოს, ბევრ უსამართლობას ვნახავთ, მაგრამ არ გავჩერდებით მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ძალას აქვს იმის სურვილი, შუა გზაზე დავაგდოთ ეს პროცესი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისივე განცხადებით, ისტორიაში არაერთხელ გვინახავს საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულება, მაგრამ არასდროს ქვეყანა შუა გზაზე არ გაჩერებულა, არ ჩაუმუხლავს და ხელი არ აუღია პროცესზე.
„ბევრ უსამართლობას ვნახავთ, მაგრამ საუკეთესო პასუხი ჩვენს შემთხვევაში იქნება უფრო მეტის კეთება ქვეყნისთვის, რაც მთავარია და ხალხისთვის, რომ ის სიგიჟე, რაც ხდება, ცეცხლის ალი, რაც ტრიალებს ჩვენი ქვეყნის გარშემო, ნაკლები ზიანით გამოვიდეთ ამ პროცესიდან, უფრო მეტი მივიღოთ ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება თუ საბოლოო ჯამში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ჩვენ ამ მიმართულებით სვლას განვაგრძობთ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი უსამართლო, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკასა და მორალს აცდენილი განცხადებები თუ დამოკიდებულება არ უნდა იყოს.
ბიუროკრატიის მახასიათებელია, რომ ის არის დროებითი. ადრე თუ გვიან ეს დამოკიდებულება შეიცვლება. მით უმეტეს, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული მთავრობები იცვლებიან წევრ სახელმწიფოებში და საღად მოაზროვნე ძალები მოდიან ხელისუფლებაში.
ამიტომ, ჩვენ გვაქვს იმედი. ჩვენ გვაქვს ევროპის იმედი, ოღონდ არა იმ ევროპის, რომლის ქადაგებასაც დღეს ახორციელებენ, ნამდვილი ევროპის, რეალური ევროპული ღირებულებების, რომლის ნაწილიც და მონაწილეც ჩვენც ვიყავით, ამ ევროპის მშენებლობის. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოო ჯამში, მარტო საქართველო კი არა, ყველა ქვეყანა, რომელიც სიმართლის მხარეს არის, საღი აზრის მხარეს არის, იქნება გამარჯვებული 2030 წლისთვის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1762621197
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ილია ჭავჭავაძემ მოგვცა სამი საუნჯე - მამული, ენა და სარწმუნოება - სახელმწიფო განუყოფელია ამ სამი საუნჯისგან, როგორც კი ერთს დავკარგავთ, დავკარგავთ სახელმწიფოსაც და ეროვნულ იდენტობასაც
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადების 188-ე წლისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „შემთხვევით...
1762619590
საზოგადოებაპროკურატურამ შეკვეთით მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, ჯგუფურად, ანგარებით ჩადენილი მკვლელობისთვის და ქონების მიღების მიზნით გამოძალვისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ერთ პ...
1762616583
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისე მყარად, როგორც დღეს ვართ, ვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზე, ვერ დავიცავდით ჩვენს მამულს, სამშობლოს და არ ვიქნებოდით ქრისტიანები
რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისე მყარად, როგორც დღეს ვართ, ვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზე, ვერ დავიცავდით ჩვენს მამულს, სამშობლოს და არ ვიქნებოდით...
1762614712
საზოგადოებალევან მახაშვილი: ჩანაწერებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა გულწრფელ ემოციებთან, არამედ კარგად ორგანიზებულ, დაფინანსებულ სპეცოპერაციასთან
„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, აუცილებელია პროცესს სამართლებრივი შეფასება ჰქონდეს“, - ამის შესახებ პარ...
1762613396
სპორტისამბისტი ავთო მუკბანიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს პირველობაზე ავთო მუკბანიანმა (64 კგ) სპორტულ სამბოში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალი მონღოლ სპორტსმენთან დათმო. ამ დ...



























