პროკურატურამ შეკვეთით მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, ჯგუფურად, ანგარებით ჩადენილი მკვლელობისთვის და ქონების მიღების მიზნით გამოძალვისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ერთ პირს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის; დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისთვის „ქურდული სამყაროს“ წევრს და კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი „ქურდული სამყაროს“ წევრი და კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ ბიზნესმენს „ქურდული სამყაროს“ წესებიდან გამომდინარე, მოკვლის მუქარით სძალავდა 100 000 აშშ დოლარს.
დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მან ორ პირს ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა, რომლებმაც 2025 წლის 25 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯგუფურად მოკლეს დაზარალებული. ორივე პირი იმავე დღეს იქნა დაკავებული. მათ მიმართ ამჟამად საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ელმურაზ მამედოვმა ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ სხვა ბიზნესმენს „ქურდული სამყაროს“ წესებიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, ასევე ზემოქმედების მიზნით გადაუგზავნა მის მიერ შეკვეთით მოკლული ბიზნესმენის ფოტო.

დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მან ერთ პირს ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა, რომელმაც დაზარალებულის გადაადგილების და სავაჭრო მაღაზიის მდებარეობის შესწავლა დაიწყო. იგი 2025 წლის 6 ნოემბერს მკვლელობის მომზადებისას სოფელ კაბალში იქნა დაკავებული. ბრალდებულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ბიზნესმენის მკვლელობისთვის გამიზნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

დაკავებულს ბრალდება წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
ელმურაზ მამედოვს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების; ასევე ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ბრალად წარდგენილი დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახითის პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

საზღვარგარეთ მყოფი „ქურდული სამყაროს“ წევრისა და კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე უკვე გამოცხადებულია ძებნა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762614712

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ჩანაწერებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა გულწრფელ ემოციებთან, არამედ კარგად ორგანიზებულ, დაფინანსებულ სპეცოპერაციასთან

„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, აუცილებელია პროცესს სამართლებრივი შეფასება ჰქონდეს“, - ამის შესახებ პარ...

ლევან მახაშვილი

1762613396

სპორტი

სამბისტი ავთო მუკბანიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს პირველობაზე ავთო მუკბანიანმა (64 კგ) სპორტულ სამბოში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალი მონღოლ სპორტსმენთან დათმო. ამ დ...

ავთო მუკბანიანი

1762611819

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი. საქმე ეხება საჯარო მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების...

ფინანსთა სამინისტრო

1762610570

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ ამერიკელი „არწივები“ დაამარცხეს

„ბორჯღალოსნებმა“ ამერიკელი „არწივები“ ანგარიშით 43:30 დაამარცხეს. გუნდებს შორის დაპირისპირება ბათუმში, „აჭარაბეთ არენა“-ზე მიმდინარეობდა და ტელეკომპანია „იმედი“-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 15 ნოემბ...

ბორჯღალოსნებ

1762610443

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა იუნიორებს შორის ტრიატლის გუნდურ ესტაფეტაზე მედალი მოიპოვა

თურქეთში ლაზერულ სირბილში, ბიატლსა და ტრიატლში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. იუნიორების ასაკობრივ კატეგორიაში ტრიატლის გუნდურ ესტაფეტაზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს გიორგი ცხადაძემ და დავით დონაძემ. ი...

საქართველოს ნაკრებ