ლევან მახაშვილი: ვიმყოფებით უნგრეთში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. იმართება მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ უნგრეთის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის ბედს
„ვიმყოფებით უნგრეთში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. იმართება მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ უნგრეთის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის ბედს“, - განუცხადა „ქრონიკას“ უნგრეთში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის თქმით, არჩევნებამდე ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის დამკვირვებლებისთვის იმართება სპეციალური შეხვედრები, მათ შორის კანდიდატებთან, წარმომადგენლებთან.
„ჩვენ ვიმყოფებით უნგრეთში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. იმართება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ უნგრეთის ბედს, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის და ზოგადად მსოფლიო ბედს. არჩევნებამდე ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის დამკვირვებლებისთვის იმართება სპეციალური შეხვედრები, მათ შორის, კანდიდატებთან, წარმომადგენლებთან, ვეცნობით მათ ხედვებს.
საგარეო ჩარევა მნიშვნელოვანი საკითხია. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ უნგრეთისთვის დამახასიათებელი. ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად სწორედ საქართველოს არჩევნებით დაიწყო ამის გამოკვეთა და დღეს ფაქტობრივად, ყველა არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არის ქცეული. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაკვირვების საკითხი, არამედ სამომავლოდაც ყველა სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, საარჩევნო პროცესების იმგვარად დაცვა, რომ საგარეო ჩარევა - არჩევნების ძალიან პრობლემური კომპონენტი დღეს, აღარ იყოს პრობლემა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1778950990
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა
საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...
1778948952
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო
„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...
1778947452
ახალი ამბებიშუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...
1778945595
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...
1778944085
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს
„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...































