ლევან ჟორჟოლიანი: გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და შემდგომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს

„სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, ინფორმაცია გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და რასაკვირველია, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ შემდგომ, ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, საქართველოში ფასები გაცილებით მაღალია ევროპულ ფასებთან შედარებით და ეს ეხება იდენტურ პროდუქტებს, რომელიც არის დახლზე როგორც ევროპაში, ისე საქართველოში.

„პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთ კონკრეტულ პროდუქტზე, რომელიც იყიდება ერთსა და იმავე ევროპულ და ქართულ ქსელში, ქართული ფასი სამჯერ აღემატება ევროპულს, რაც ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება. სულ რომ იმ ბრინჯს თვითმფრინავის ბილეთი აუღო და ჩამოიყვანო, ამხელა ფასნამატი მაინც არ უნდა იყოს არანაირი ლოგიკით. ეკონომიკის სამინისტრომ პირველადი კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ საშუალოდ 86%-იანი ფასნამატია, ეს ნიშნავს, რომ სადღაც არის 150%, სადღაც - 70%, საშუალოდ 86%-ია ფასნამატი და ვფიქრობთ, კომისიის ფარგლებში ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ. რასაკვირველია, ეს ინფორმაცია ძალიან გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და რასაკვირველია, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ შემდგომ. ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769156534

მსოფლიო

ტრამპი: იქნებ შეგვემოწმებინა ნატო - გამოგვეყენებინა მეხუთე მუხლი და ნატო ჩამოგვეყვანა აქ, რათა ჩვენი სამხრეთ საზღვრები არალეგალი მიგრანტების შემოსევებისგან დაეცვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრაპმა ნატოს შესთავაზა ჩავიდეს ამერიკაში და სამხრეთ საზღვარი არალეგალი მიგრანტებისგან დაიცვას. „იქნებ შეგვემოწმებინა ნატო: გამოგვეყენებინა მეხუთე მუხლი და ნატო ჩამოგვეყვანა...

ტრამპიტრამპი

1769155907

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, წყლის რესურსების მართვის საკითხებზე, მსოფლიო ბანკის და ბრიტანული კომპანიის ექსპერტებს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური მსოფლიო ბანკის და წყლის რესურსების მართვის სფეროში ბრიტანულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის HR Wallingford ექსპერტებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1769155761

ახალი ამბები

ირაკლი მეზურნიშვილი: ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ ამ დიდი გამოწვევების ფონზე ძალიან ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, რამდენიმე დღეში დაიგეგმება უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ოფიციალური ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში

„ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ ამ დიდი გამოწვევების ფონზე ძალიან ვუჭერთ მხარს ერთმანეთს“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზ...

ირაკლი მეზურნიშვილი

1769155434

საზოგადოება

ვითარება გზებზე - სად არის მოძრაობა დაშვებული?

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებ...

 მოძრაობა დაშვებული

1769155322

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისა და გაცემის კონტროლზე: მკაცრი კონტროლი იქნება და სწორად ამას ვახორციელებთ ახლა მათ შორის, საექიმო საქმიანობაზე

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნასა და კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაც შე...

მიხეილ სარჯველაძე