ლევან ჟორჟოლიანი - სამწუხაროდ, გამოჩნდნენ მაღალი ფასების მომხრეები პოლიტიკური მერკანტილური მიზნებით, აპრილის ბოლოს ხელშესახები შედეგები გვექნება, თუმცა ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია

„სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოჩნდნენ მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ფასებმა დაიწიოს გარკვეულ პროდუქტებზე და როდესაც საუბარია არა მხოლოდ სასურსათო პროდუქციაზე, არამედ კომისიის მანდატი ვრცელდება საწვავსა და მედიკამენტებზეც.

„დღეს კომისიის ფორმატში გვექნება შეხვედრა დისტრიბუტორებთან, ორშაბათს გვექნება მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან და ბოლოს უკვე საწვავთან დაკავშირებით. სქემა ყველგან ერთი და იგივეა, შესაბამისად, შეგვიძლია ანალოგიური მეთოდით ვიმუშაოთ და ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოს უკვე გარკვეული ხელშესახები შედეგები გვექნება. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია, თუნდაც იმ პროცესის განმავლობაში, რომელიც მიდის მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო კომისიის ფარგლებში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769156534

მსოფლიო

ტრამპი: იქნებ შეგვემოწმებინა ნატო - გამოგვეყენებინა მეხუთე მუხლი და ნატო ჩამოგვეყვანა აქ, რათა ჩვენი სამხრეთ საზღვრები არალეგალი მიგრანტების შემოსევებისგან დაეცვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრაპმა ნატოს შესთავაზა ჩავიდეს ამერიკაში და სამხრეთ საზღვარი არალეგალი მიგრანტებისგან დაიცვას. „იქნებ შეგვემოწმებინა ნატო: გამოგვეყენებინა მეხუთე მუხლი და ნატო ჩამოგვეყვანა...

ტრამპიტრამპი

1769155907

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, წყლის რესურსების მართვის საკითხებზე, მსოფლიო ბანკის და ბრიტანული კომპანიის ექსპერტებს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური მსოფლიო ბანკის და წყლის რესურსების მართვის სფეროში ბრიტანულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის HR Wallingford ექსპერტებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1769155761

ახალი ამბები

ირაკლი მეზურნიშვილი: ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ ამ დიდი გამოწვევების ფონზე ძალიან ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, რამდენიმე დღეში დაიგეგმება უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ოფიციალური ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში

„ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ ამ დიდი გამოწვევების ფონზე ძალიან ვუჭერთ მხარს ერთმანეთს“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზ...

ირაკლი მეზურნიშვილი

1769155434

საზოგადოება

ვითარება გზებზე - სად არის მოძრაობა დაშვებული?

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებ...

 მოძრაობა დაშვებული

1769155322

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისა და გაცემის კონტროლზე: მკაცრი კონტროლი იქნება და სწორად ამას ვახორციელებთ ახლა მათ შორის, საექიმო საქმიანობაზე

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნასა და კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაც შე...

მიხეილ სარჯველაძე