მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის, იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზედაც დგას დღევანდელი ევროკავშირი
ჩვენ ვართ არამარტო ნაწილი, არამედ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის, იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზეადც დგას დღევანდელი ევროკავშირი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„ძალიან ბევრჯერ ითქვა, თითქოს საქართველომ აქცია ევროკავშირს ზურგი - სად აქცია საქართველომ ევროკავშირს ზურგი? ევროკავშირი თუ ევროპა არ არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი - ეს არის ის, რაც ვართ, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევიც არაფერია. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია, ჩვენმა მამა-პაპამ აირჩია, ასეთები გავჩნდით“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საქართველო არამარტო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზედაც დღეს ევროკავშირი დგას.
„ჩვენ ვართ არამარტო ნაწილი, არამედ ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზეც დგას დღევანდელი ევროკავშირი. ეს ფასეულობები, საბოლოო ჯამში, მივა ქრისტიანობასთან, ქრისტიანულ ფასეულობებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა მთელი თავისი არსებობის მანძილზე იცავდა და იყო იმ კართან, სადაც ხდებოდა პირველი დარტყმის მოგერიება. დღესაც სწორედ იქ ვდგავართ - ჩემთვის არაერთ ევროპელ პოლიტიკოსს უთქვამს, რომელთა ხმებიც არცთუ ისე ხმამაღლა ისმის დღეს ევროპაში სხვადასხვა მიზეზების გამო (ამის მიზეზი თქვენ თვითონ განსაჯეთ, როდესაც სიტყვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ), რომ დღეს საქართველოში ბევრად უფრო მეტი წყდება, ვიდრე ჩვენ გვგონია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესები მიდის თუნდაც იმ ევროპული ცივილიზაციისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა, აქვს, ახორციელებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1773082779
მსოფლიო„დემოკრატი“ სენატორების განცხადება: დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული - ეს ინციდენტი მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი
აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული“ პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნ...
1773081345
საზოგადოებასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, 1 აპრილიდან საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების წესი ამოქმედდება. „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, განსაკუთ...
1773079924
საზოგადოებავახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები - დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა
სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა მას თავისი ვალდებულებები, - წერს ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე. მისი განცხადებით, ამ წერილიდან მალევე, საზოგადო...
1773078942
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: „ნაცი“ რომ თავის ნაცობას არ მოიშლის, საზოგადოება ამაში ყოველდღიურად რწმუნდება
ბაჩო ახალაიას განცხადებას არჩილ გორდულაძე აფასებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაცი“ ნაცობას არ მოიშლის. „როგორც არჩევნების შედეგად მათ ათჯერ აქვთ უარი ნათქვამი ქართველი ხალ...
1773077577
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, კიევში ორი LGBT მარში დაიგეგმა. ვისაც, უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი კიევში დაგეგმილ LGBTQ+ აღლუმს ეხმიანება, რომელიც ამ ზაფხულს, 14 და 21 ივნისს გაიმართება. მაჭავარიანის თქმით, უკრაინაში მე-5 წე...


























