მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისეთი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„როგორც ჩვენ ვხედავთ, ერთადერთი სწორი გზა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებაა. დღეს ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ, სწრაფად იცვლება ჩვენს თვალწინ მსოფლიო წესრიგი. თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, გარკვეული საფუძვლები აქვს ამ ცვლილებებს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში ვითარდებოდა.

ჩვენი პრაგმატულობა სწორედ ამაში უნდა გამოიხატოს, სწორად შევაფასოთ ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ დღეს ვმოქმედებთ და თავი დავანებოთ მხოლოდ სასურველი რეალობის დანახვას. ძალიან ხშირად შეიძლება რეალობა არც ისე სასურველი და სახარბიელო იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ სწორედ იმ რეალობის სწორად დანახვა და შეფასება, რა რეალობაშიც დღეს ვმოქმედებთ და სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე გადავდგათ ნაბიჯები“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ის საკითხი, სადაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა ყველაზე მეტად იკვეთება.

„ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სუვერენიტეტზე და სუვერენიტეტის დაცვაზე და რომ ეს უნდა იყოს ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ღერძი. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ხდება საშინაო და საგარეო პოლიტიკის გადაკვეთა.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ ხაზების დაცვა, რაც საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს ხაზები ეხება სწორედ სუვერენიტეტს. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს საგარეო ჩარევებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფაა.

„როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისეთი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება. შემდეგ უკვე მოდის ყველა სხვა დანარჩენზე საუბარი, თუ არ გვექნება უსაფრთხოება და მშვიდობა, ამ მოცემულობაში დანარჩენზე საუბარი აზრს კარგავს. ეს არის ის ღერძი, ის მთავარი მამოძრავებელი, რითაც ჩვენ საგარეო პოლიტიკას უნდა ვახორციელებდეთ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საგარეო პოლიტიკაში მოქნილობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევებთან ერთად ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება.

„დღევანდელ მოცემულობაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მოქნილობა, რაც უნდა ახლდეს ჩვენს საგარეო პოლიტიკას. დღეს გამოწვევებთან ერთად ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა ჩნდება და უნდა ვიყოთ ღია და მზად ამ შესაძლებლობების დანახვისთვის, მათი სწორად შეფასებისა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები სწორად იყოს გამოყენებული. მოქნილობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი და მას ვახორციელებთ და განვახორციელებთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე მოცემულობაში სწორად შევძლოთ მოძრაობა, ეს არის სწორედ ის პრაგმატულობა, რაც საჭიროა ფრთხილი საგარეო პოლიტიკის გატარებისთვის, მოქნილობა და, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტის დაცვაზე და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი ნაბიჯების გადადგმა. აქ არაერთმა მონაწილემ ახსენა დემოკრატია და მთავრობაც დასახელდა პრობლემად. დემოკრატიასა და ფასეულობებზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ ავიწყდებათ დემოკრატიის მთავარი წყარო, ეს არის ხალხი და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. თუ ამას დავივიწყებთ და ამას პატივს არ ვცემთ, მაშინ ყველანაირი საუბარი დემოკრატიაზე უბრალოდ მოკლებულია აზრს და გარკვეულ სანდოობას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773082779

მსოფლიო

„დემოკრატი“ სენატორების განცხადება: დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული - ეს ინციდენტი მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი

აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული“ პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნ...

 სენატორების განცხადება

1773081345

საზოგადოება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, 1 აპრილიდან საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების წესი ამოქმედდება. „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, განსაკუთ...

სარწყავი წყლით

1773079924

საზოგადოება

ვახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები - დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა

სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა მას თავისი ვალდებულებები, - წერს ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე. მისი განცხადებით, ამ წერილიდან მალევე, საზოგადო...

ვახტანგ თოფურია

1773078942

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: „ნაცი“ რომ თავის ნაცობას არ მოიშლის, საზოგადოება ამაში ყოველდღიურად რწმუნდება

ბაჩო ახალაიას განცხადებას არჩილ გორდულაძე აფასებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაცი“ ნაცობას არ მოიშლის. „როგორც არჩევნების შედეგად მათ ათჯერ აქვთ უარი ნათქვამი ქართველი ხალ...

არჩილ გორდულაძე

1773077577

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, კიევში ორი LGBT მარში დაიგეგმა. ვისაც, უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი კიევში დაგეგმილ LGBTQ+ აღლუმს ეხმიანება, რომელიც ამ ზაფხულს, 14 და 21 ივნისს გაიმართება. მაჭავარიანის თქმით, უკრაინაში მე-5 წე...

ლევან მაჭავარიანი