მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ისეთი პოლიტიკის გატარებაა, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.
მინისტრმა 2008 წლის მოვლენებსა და იმ პერიოდის გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება:
„2008 წელი გამახსენდა. მაშინ ხომ გვყავდა ხელისუფლება, რომელსაც ერთგვარად წითელი ხალიჩით ხვდებოდნენ ყველგან. მახსოვს 2008 წელი ძალიან კარგად, ვის დავურეკეთ, რა შევძელით მაშინ და როგორ შევძელით ჩვენი ქვეყნის დაცვა და ვინ დაიცვა ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სწორედ ამ გამოცდილებამ განსაზღვრა ის მიდგომა, რომელსაც დღეს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკაში ახორციელებს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ ეს აღარ განმეორდეს და არავისთან დარეკვა აღარ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად. ეს არც ისე შორს არის. ზუსტად ამაშია საქმე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკა განხორციელდეს ისე, რომ სხვა სამინისტროებს არ მოუწიოთ აქტიური ჩართვა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში“, - დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, სწორედ ეს წარმოადგენს განსხვავებას წინა ხელისუფლების პოლიტიკასა და მოქმედი ხელისუფლების მიდგომას შორის.
„ეს არის განსხვავება წინა ხელისუფლებასა და ჩვენს ხელისუფლებას შორის. სწორედ ამაშია პრაგმატიზმი, რომ მაქსიმალურად გაპრანჭვითა და ვიღაცეებთან თავის მოწონებით კი არ ვიყოთ დაკავებული, არამედ ჩვენი საგარეო პოლიტიკა გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან“.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეროვნული ინტერესის საფუძველი პირველ რიგში ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობაა, და მიუხედავად პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისა, საქართველოს მოქალაქეები სწორად აფასებენ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და სწორედ მათი გათვალისწინებით იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
„ეროვნული ინტერესი, პირველ რიგში, არის ქვეყნის უსაფრთხოება და ის უკავშირდება მშვიდობას, რომელიც თქვენ რაღაც სასაცილო სიტყვად აქციეთ, და სულაც არ არის სასაცილო თუ შევხედავთ, რა ხდება ჩვენს გარშემო. თუ ჩვენმა ოპონენტებმა და ოპოზიციამ ვერ გაიგო რომ რეალობის სწორი აღქმა არის საჭირო, ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენმა ხალხმა ეს ძალიან კარგად გაიგო და ძალიან კარგად ხვდება თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და სწორედ ეს არის ის, რა არჩევანსაც აკეთებს საბოლოო ჯამში, და ვის ანდობს ქვეყნის ხელისუფლებას, საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1773082779
მსოფლიო„დემოკრატი“ სენატორების განცხადება: დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული - ეს ინციდენტი მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი
აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული“ პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნ...
1773081345
საზოგადოებასაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, 1 აპრილიდან საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების წესი ამოქმედდება. „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, განსაკუთ...
1773079924
საზოგადოებავახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები - დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა
სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა მას თავისი ვალდებულებები, - წერს ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე. მისი განცხადებით, ამ წერილიდან მალევე, საზოგადო...
1773078942
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: „ნაცი“ რომ თავის ნაცობას არ მოიშლის, საზოგადოება ამაში ყოველდღიურად რწმუნდება
ბაჩო ახალაიას განცხადებას არჩილ გორდულაძე აფასებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაცი“ ნაცობას არ მოიშლის. „როგორც არჩევნების შედეგად მათ ათჯერ აქვთ უარი ნათქვამი ქართველი ხალ...
1773077577
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, კიევში ორი LGBT მარში დაიგეგმა. ვისაც, უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი კიევში დაგეგმილ LGBTQ+ აღლუმს ეხმიანება, რომელიც ამ ზაფხულს, 14 და 21 ივნისს გაიმართება. მაჭავარიანის თქმით, უკრაინაში მე-5 წე...



























