„დემოკრატი“ სენატორების განცხადება: დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული - ეს ინციდენტი მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი

აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული“ პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს“ მომხდართან დაკავშირებით, რომელმაც, სულ მცირე, 170 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ უახლესი ცნობებით, რომლებიც ეხება 28 თებერვალს, ქალაქ მინაბთან ახლოს, დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას, რამაც, სულ მცირე, 175 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა უმეტესობაც სკოლის მოსწავლე იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „დამოუკიდებელი ანალიზი სარწმუნოდ მიუთითებს იმაზე, რომ დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული“.

„თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, ეს იქნება სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო მოქმედებების ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სკოლის მოსწავლეების მკვლელობა შემზარავია და ნებისმიერ ვითარებაში მიუღებელია. ეს ინციდენტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდივან ჰეგსეტის ძალის გამოყენებისადმი ღიად ზერელე და უდიერი მიდგომის ფონზე, მათ შორის მისი განცხადების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დარტყმები ირანში არ იქნება შეზღუდული, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „სამხედრო მოქმედებების სულელური წესებით“. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ექვემდებარებიან მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს უმაღლესი პროფესიონალიზმის ხელშეწყობას, ამიტომ ეს ინციდენტი და ნებისმიერი სხვა მსგავსი შემთხვევა სრულყოფილად და მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი. მდივანმა ჰეგსეტმა უნდა უზრუნველყოს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ამ დარტყმის შესახებ დაწყებული გამოძიება იყოს საფუძვლიანი; მათ შორის უნდა დადგინდეს, ხომ არ შეუწყო ხელი კატასტროფას რომელიმე პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ. მან ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს ამერიკულ საზოგადოებასა და კონგრესს იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელი მოაწერეს შემდეგმა „დემოკრატმა“ სენატორებმა: ჯინ შაჰინი, ბრაიან შაცი, პეტი მარი, ჯეკ რიდი, მარკ უორნერი და კრის კუნსი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773084636

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი სწორი გზა არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება

ერთადერთი სწორი გზა, როგორც ჩვენ ვხედავთ, არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ი...

მაკა ბოჭორიშვილი

1773081345

საზოგადოება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, 1 აპრილიდან საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების წესი ამოქმედდება. „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, განსაკუთ...

სარწყავი წყლით

1773079924

საზოგადოება

ვახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები - დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა

სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა მას თავისი ვალდებულებები, - წერს ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე. მისი განცხადებით, ამ წერილიდან მალევე, საზოგადო...

ვახტანგ თოფურია

1773078942

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: „ნაცი“ რომ თავის ნაცობას არ მოიშლის, საზოგადოება ამაში ყოველდღიურად რწმუნდება

ბაჩო ახალაიას განცხადებას არჩილ გორდულაძე აფასებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაცი“ ნაცობას არ მოიშლის. „როგორც არჩევნების შედეგად მათ ათჯერ აქვთ უარი ნათქვამი ქართველი ხალ...

არჩილ გორდულაძე

1773077577

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, კიევში ორი LGBT მარში დაიგეგმა. ვისაც, უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი კიევში დაგეგმილ LGBTQ+ აღლუმს ეხმიანება, რომელიც ამ ზაფხულს, 14 და 21 ივნისს გაიმართება. მაჭავარიანის თქმით, უკრაინაში მე-5 წე...

ლევან მაჭავარიანი