მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ვისაუბრებთ სწორედ იმ მთავარ თემებზე, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას

გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ვისაუბრებთ სწორედ იმ მთავარ თემებზე, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით დაგეგმილი მიღება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უმასპინძლებს, ლიდერებისთვის დონალდ ტრამპთან კომუნიკაციისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება.

„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან და საუბრობენ იმ მთავარ გამოწვევებზე, რაც დღეს მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, საქართველოც გამოიყენებს ამ ფორმატს იმისთვის, რომ სწორედ ჩვენს გამოწვევებზე, ჩვენთვის აქტუალურ საკითხებზე იყოს აქ საუბარი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი, მასპინძლობს ლიდერებს უმაღლეს დონეზე, მიღებაზე. ეს ყველასთვის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტისთვის, კარგი შესაძლებლობაა, იმისთვის რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჰქონდეს კომუნიკაცია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758647863

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: გაეროს გენერალურმა მდივანმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი Faceb...

მიხეილ ყაველაშვილი

1758646158

საზოგადოება

ტრამპი: ქრისტიანული რელიგია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მეტად იდევნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქრისტიანული რელიგია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მეტად იდევნება. „მოდით, დავიცვათ სიტყვისა და გამოხატ...

ტრამპიტრამპი

1758645571

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. დებატები გაეროს...

მიხეილ ყაველაშვილი

1758644483

საზოგადოება

საგარეო უწყება: ევროკავშირის მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად

ევროკავშირის მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებ...

საგარეო

1758642298

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც პატრიოტიზმით არის გამორჩეული, წარდგება გაეროს მაღალ ტრიბუნაზე და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს გააჟღერებს

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც პატრიოტიზმით არის გამორჩეული, წარდგება გაეროს მაღალ ტრიბუნაზე და საქართველოსთვის მნიშვნელო...

არჩილ გორდულაძე