ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს, თბილისის შემთხვევაში კი პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას

„ჩვენი გეგმა უკვე გაცხადებულია - რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. თბილისის შემთხვევაში რა თქმა უნდა პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა უმშვიდეს ვითარებაში ჩაიაროს და ვერავის გაუჩნდება პრეტენზია. დეპუტატმა ასევე ოპოზიციურ ფლანგზე არსებული ვითარება შეაფასა.

„გარე უფროსებმა უკვე წინა გადაწყვიტეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ფსონს ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ვერ ჩამორეცხეს წართული და ფსონი გააკეთეს „ახალზე“, მაგრამ „ახალიც“ ვერ შეასაღეს ჩვენს მოქალაქეებს, როგორ „არანაცები“. შესაბამისად, წინა არჩევნების შემდეგ დაიწყო პროცესი, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და ბატონი გახარიას პარტია. ეს ორი დანაყოფი თითქოსდა გამიჯნეს „დედა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მოქალაქეების თვალში თითქოსდა დამოუკიდებელ ძალად წარმოაჩინონ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, როდესაც საქართველო უკრაინას ყველაფრით დაეხმარა მეორე ფრონტის გახსნის გარდა, ეს ოთხი პარტია აბსოლუტურად ყველაფერს გეგმავდა და რევოლუციურ სცენარებში ერთად მონაწილეობდა. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ 2024 ამ პარტიების გამიჯვნა 2024 წლის შემდეგ დაიწყო და „ლელო“ და გახარიას პარტიას განსხვავებული როლები მიენიჭათ, რათა მათ განსხვავებული ამომრჩეველი მიეზიდათ.

„გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება, გუნდი მიტოვებული ჰყავს, ახლა თავისივე გუნდიდან გაიქცა და სერიოზული პრობლემებია იმ გუნდში და ტოვებენ მას. ბატონი ხაზარაძე კი მსჯავრდებულია TBC ბანკიდან 17 მილიონის გაქრობაზე, ითაღლითა. შემდეგ პოლიტიკაში მოვიდა, ანაკლიის პორტი არ ამაშენებინესო, მაშინ როდესაც კონსტიტუციაში კი შევიდა ცვლილება, იმისთვის რომ ხელი შეეწყო მთავრობას ყველაფრით. მან ორ საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა საქართველოს, ორივე წააგო. პარიზის საარბიტრაჟოში ისე ჰქონდა შეტანილი სარჩელი, რომ მოეგო ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯიბეში მიჰქონდა 1,5 მილიარდი დოლარი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758657664

საზოგადოება

მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ ფსონს ვერ აკეთებენ, „ახალიც“ ვერ შეასაღეს მოქალაქეებს. წინა არჩევნების შემდეგ დაიწყო „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და გახარიას პარტია

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახით ოთხ პარტიას, ვინაიდან, ისინი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან. გარე უფროსებმა გადაწყვიტეს უკვე წინა არჩევნებზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ფსონს ვერ აკეთ...

ლევან მაჭავარიან

1758656086

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და არანაირი თავდასხმები არ მოდის. ვიმედოვნებთ, რომ მალე გადაიტვირთება ურთიერთობები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულს ურთიერთობების გადასატვირთავად კონკრეტული...

ლევან მაჭავარიანი

1758652553

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას დღეს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი „ლივერპულში“ დღეს შედგება. „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დ...

გიორგი მამარდაშვილი

1758651450

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან. ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, ნატოს წევ...

დონალდ ტრამპი

1758650284

საზოგადოება

თბილისის მერი: მიხარია, რომ წინამძღვრიშვილის N1-ში მცხოვრებ 78 ოჯახს მივეცით ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა

თბილისის განვითარების ფონდმა ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ინფორმაცია...

თბილისის მერი