თბილისის მერი: მიხარია, რომ წინამძღვრიშვილის N1-ში მცხოვრებ 78 ოჯახს მივეცით ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა

თბილისის განვითარების ფონდმა ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

რეაბილიტაციის შემდეგ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 80-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა, ხოლო თბილისს ტურისტულ მარშრუტზე, კიდევ ერთი აღდგენილი და განახლებული შენობა შეემატა.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო.

„კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლის რეაბილიტაცია დავასრულეთ, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქ. N1-ში მდებარეობს. შენობაში მძიმე და სავალალო მდგომარეობა იყო, დღეს კი ყველაფერი გალამაზებული და განახლებულია. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ 78 ოჯახს მივეცით ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომელთა დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია. სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად განახლდა, როგორც ფასადი, ისე საცხოვრებელი ფართები. მიხარია, რომ დღეს ამდენ გახარებულ ოჯახს ვხედავ. გილოცავთ. მეც ვუერთდები თქვენს სიხარულსა და ბედნიერებას. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას გავაგრძელებთ და მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შესრულებული სამუშაოებისთვის თბილისის განვითარების ფონდს, პროექტის ხელმძღვანელობისთვის კი მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მადლობა გადაუხადა. მან მადლობა ასევე გადაუხადა ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყო.

„დღეს ერთ-ერთი გამორჩეული დღეა, რადგან ჩვენს ქალაქს კულტურული მემკვიდრეობის სრულიად განახლებული ძეგლი შეემატა. როდესაც ჩვენ აქ პირველად მოვედით, მართლაც უმძიმესი მდგომარეობა დაგვხვდა - შენობა ფაქტობრივად, წყალზე იდგა. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა მოგვარდა, შემდეგ ეტაპზე კი გარემონტდა ყველა ბინა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია და მათი პირვანდელი სახით შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გასულ წლებში ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც მასშტაბური გეგმები გვაქვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს, თბილისის განვითარების ფონდს, მუნიციპალურ ლაბორატორიას, რომლის თანამშრომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. ასევე, სამშენებლო კომპანიას, რომელმაც პირნათლად შეასრულა საკუთარი ვალდებულება და განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივ მცხოვრებლებს მოთმინებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

პროექტის ფარგლებში, გამაგრდა შენობის საძირკველი, აღდგა დაზიანებული კედლები და ღიობები, განახლდა ფასადის დაზიანებული ნაწილი, სახურავი და კარ-ფანჯრები, ეზოს მხარეს არსებული ფასადი კი აგურით მოპირკეთდა. გარდა ამისა, ეზოში მოეწყო ლითონის კიბე და მხატვრული მინათება.

პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო, ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე შპს „იკორთამ“ იმუშავა, ხოლო მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „დიკა 2010“-მა შეასრულა. შენობის რეაბილიტაციის საერთო ღირებულებამ შეადგინა 16 759 688 ლარი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758657721

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე ჩვენი შიდა და გარე მტრებისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილია. აბსოლუტურად სხვანაირად უმუშავებს გონება, ენერგიაც აქვს უშრეტი და ასეთი ძლიერი სუსის ხელმძღვანელი სანატრელია ნებისმიერი ქვეყნისთვის

მამუკა მდინარაძე რომ ჩვენი შიდა და გარე მტრებისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილია, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხე...

ლევან მაჭავარიანი

1758657664

საზოგადოება

მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ ფსონს ვერ აკეთებენ, „ახალიც“ ვერ შეასაღეს მოქალაქეებს. წინა არჩევნების შემდეგ დაიწყო „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და გახარიას პარტია

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახით ოთხ პარტიას, ვინაიდან, ისინი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან. გარე უფროსებმა გადაწყვიტეს უკვე წინა არჩევნებზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ფსონს ვერ აკეთ...

ლევან მაჭავარიან

1758656086

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და არანაირი თავდასხმები არ მოდის. ვიმედოვნებთ, რომ მალე გადაიტვირთება ურთიერთობები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულს ურთიერთობების გადასატვირთავად კონკრეტული...

ლევან მაჭავარიანი

1758653551

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს, თბილისის შემთხვევაში კი პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას

„ჩვენი გეგმა უკვე გაცხადებულია - რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. თბილისის შემთხვევაში რა თქმა უნდა პირველ ტურშივე ვგე...

ლევან მაჭავარიანი

1758652553

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას დღეს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი „ლივერპულში“ დღეს შედგება. „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დ...

გიორგი მამარდაშვილი