საგარეო უწყება: ევროკავშირის მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად

ევროკავშირის მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად”, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ „იმედინიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალში, რომელიც 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში იგეგმება და რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური იწვევს ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, საქართველო ელჩის დონეზე არ მიიღებს მონაწილეობას.
საკითხის მნიშვნელობიდან და დაკავშირებადობის საკითხებში საქართველოს როლიდან გამომდინარე, მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს რამდენიმე კვირის წინ ეცნობა ქართული მხარის პოზიცია საქართველოს მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს როლის გათვალისწინებით, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ისე დაკავშირებადობის საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესში უნდა იყოს საქართველოს შესაბამის დონეზე მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საკითხზე გამართულ დისკუსიებში.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა, ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, არის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად.
ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს გეოპოლიტიკურ საჭიროებებს, აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის საკითხში და არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
1758647863
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: გაეროს გენერალურმა მდივანმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი Faceb...
1758646158
საზოგადოებატრამპი: ქრისტიანული რელიგია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მეტად იდევნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქრისტიანული რელიგია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მეტად იდევნება. „მოდით, დავიცვათ სიტყვისა და გამოხატ...
1758645571
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. დებატები გაეროს...
1758644519
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ვისაუბრებთ სწორედ იმ მთავარ თემებზე, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას
გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ვისაუბრებთ სწორედ იმ მთავარ თემებზე, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაცი...
1758642298
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც პატრიოტიზმით არის გამორჩეული, წარდგება გაეროს მაღალ ტრიბუნაზე და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს გააჟღერებს
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც პატრიოტიზმით არის გამორჩეული, წარდგება გაეროს მაღალ ტრიბუნაზე და საქართველოსთვის მნიშვნელო...