საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დებატები გაეროს გენერალური მდივნის და გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის გამოსვლებით გაიხსნა. ღონისძიებაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინდონეზიის პრეზიდენტმა პრაბოვო სუბიანტომ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის თემაა - „ერთად უკეთესია: 80 წელი და მეტი მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის“ .

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დაესწრნენ.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე. საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758647863

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: გაეროს გენერალურმა მდივანმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი Faceb...

მიხეილ ყაველაშვილი

1758646158

საზოგადოება

ტრამპი: ქრისტიანული რელიგია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მეტად იდევნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქრისტიანული რელიგია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მეტად იდევნება. „მოდით, დავიცვათ სიტყვისა და გამოხატ...

ტრამპიტრამპი

1758644519

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ვისაუბრებთ სწორედ იმ მთავარ თემებზე, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას

გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ვისაუბრებთ სწორედ იმ მთავარ თემებზე, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაცი...

მაკა ბოჭორიშვილი

1758644483

საზოგადოება

საგარეო უწყება: ევროკავშირის მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად

ევროკავშირის მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებ...

საგარეო

1758642298

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც პატრიოტიზმით არის გამორჩეული, წარდგება გაეროს მაღალ ტრიბუნაზე და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს გააჟღერებს

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც პატრიოტიზმით არის გამორჩეული, წარდგება გაეროს მაღალ ტრიბუნაზე და საქართველოსთვის მნიშვნელო...

არჩილ გორდულაძე