მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტთან დაკავშირებით: ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები განვითარდეს და უფრო გაღრმავდეს
ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყირგიზეთში ისტორიულია იმ თვალსაზრისით, რომ არასდროს ყოფილა მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან ყირგიზეთში. რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები განვითარდეს და უფრო გაღრმავდეს,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.
„შევხვდი ჩემს კოლეგას, ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე და შესაძლებლობებზე, რაც არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით. გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, რაც ეხება სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე პროგრამა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს და მხარეებს შორის გაგრძელდება მუშაობა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის.
„პოტენციალი ნამდვილად არის, დაინტერესება არის განსაკუთრებით „შუა დერეფნის“ კონტექსტში, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ და ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყირგიზულ მხარესთან“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1781251266
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ს. კ. (მისამართი: სენაკი. რუსთაველის ქ. N180), რომელიც კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე, ჰიგიენური...
1781249922
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს, მით უმეტეს ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან
ტექნიკური შეხვედრა არ უნდა გადაიზარდოს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ თითის ქნევაში, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საქართველოს დელეგაციასა და ევროკ...
1781249654
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს
ქართულმა მხარემ თავის მხრივ პოზიციები წარადგინა, რომელიც შეეხება იმ წუხილებს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბ...
1781248530
საზოგადოებაპრემიერი: ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება
ბუნებრივია, ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, - განუ...
1781248182
ახალი ამბებინათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის...



























