სამართალდამცველებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს ასრულებდა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მისაკუთრების მიზნით, სხვადასხვა დროს, კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისათვის მისაღები ანაზღაურება - 120 000 ლარი, მომხმარებლებს მის მიერ მიწოდებულ სხვა საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხვინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1781256109
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...
1781254046
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნ...
1781252554
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტთან დაკავშირებით: ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები განვითარდეს და უფრო გაღრმავდეს
ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. „პ...
1781252516
საზოგადოებაპრემიერი: ყირგიზეთში ვიზიტი ისტორიულია, დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას, გავაფართოოთ თანამშრომლობა და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს საერთო ერთგუ...
1781251758
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრ...


























