პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს’’ და ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,პრებაგალინს. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჯგუფურად), 260-ე კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის, ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ჯგუფურად) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
1781251266
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ს. კ. (მისამართი: სენაკი. რუსთაველის ქ. N180), რომელიც კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე, ჰიგიენური...
1781249922
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს, მით უმეტეს ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან
ტექნიკური შეხვედრა არ უნდა გადაიზარდოს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ თითის ქნევაში, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საქართველოს დელეგაციასა და ევროკ...
1781249654
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს
ქართულმა მხარემ თავის მხრივ პოზიციები წარადგინა, რომელიც შეეხება იმ წუხილებს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბ...
1781248530
საზოგადოებაპრემიერი: ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება
ბუნებრივია, ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, - განუ...
1781248182
ახალი ამბებინათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის...



























