„მამის ღრიალმა ზეცამდე ვერ მიაღწია.. ოთხჯერ გაჩერდა იმ დედის გული, რომლის შვილები სიკვდილის ჩიტებმა წაიყვანეს“- ჟურნალისტის ემოციური პოსტი

ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ბათუმში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას ეხმაურება.
„მამის ღრიალმა ზეცამდე ვერ მიაღწია.. ოთხჯერ გაჩერდა იმ დედის გული, რომლის შვილები, სიკვდილის ჩიტებმა წაიყვანეს.
საბედისწერო გადაწყვეტილების მიმღები და თანამონაწილე პირები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავსაჯოთ, იმისთვის რაც ალბათ მათაც არ უნდოდათ ასე არ წარმოედგინათ... .
და იქნებ დასასჯელებს შორის, დილას ოჯახიდან გამოსული ის მუშაც არის დაკოჟრილი ხელებით.. ახლა სახლში მშიერი შვილები რომ ელოდებიან....
სასჯელი გამართლებულია, არადა ვერცერთი საკანი ვერ დაამძიმებს იმ მორალურ ტვირთს, რაც ახლა ისედაც მათ კისერზეა...
ისიც არ ვიცი ამას რატომ ვწერ...
რა საზარელი დღეა..
ძალიან ვწუხვარ“- წერს თათია ზუხბაია.
ინფორმაციისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ბათუმში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.
ამასთან, ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი პირი მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ კონტროლირებადია.
1749753798
მსოფლიოტრამპი: არ მინდა ვთქვა, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე გარდაუვალია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანოს იერიში. „არ მინდა ვთქვა, რომ გარდაუვალია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც, შესაძლოა, სავსები...
1749751166
საზოგადოებატელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამო...
1749749111
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფინანსებინათ
უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ ეკოლოგია გაუმჯობესებულიყო და საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფ...
1749746659
ახალი ამბებიგორის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ თედოწმინდაში, არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „თრიალეთი“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიას შემთხვევის ადგილიდან ატყობინებენ, გარდაცვლილია...
1749745478
ახალი ამბები„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ
„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „POSTV-ს გადამღებ ჯგუფს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ტელეკომპანია დაუყოვნებლი...