მარიამ ქვრივიშვილი - დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, კერძო სექტორიდან, როგორ ხედავენ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას

დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, კერძო სექტორიდან, როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობა მიესალმება ასეთ ინიციატივებს.

„საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო რიგით მე-2 შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ყველა, დაახლოებით 8-9 ფაქტორი, რომელიც სახელმწიფომ კვლევის საფუძველზე დააიდენტიფიცირა, როგორც ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდაზე, დღეს ჩვენი შეხვედრის ბოლოს დადასტურდა და თითოეულ პუნქტზე იდენტური პოზიცია ჰქონდათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოფაქტორებზე სწორი და ეფექტური რეაგირების შედეგად ვხედავთ, რომ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების რესურსი არსებობს. მისასალმებელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს. კომისიის ამოცანას წარმოადგენს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება. შესაბამისად, დღეს გაჟღერებული ინიციატივების დეტალური შესწავლა მოხდება კომისიის მხრიდან, რათა დავადგინოთ, რამდენად საკმარისია აღნიშნული ინიციატივები იმისთვის, რომ მოხდეს ფასების იმ დონემდე და იმ მასშტაბით შემცირება, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769173884

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 24 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6941, ევრო – 3.1607, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6448 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფ...

ლარის კურსი

1769172182

საზოგადოება

გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: არცერთ პოლიტიკოსს არ უკადრებია საკუთარი პოლიცია ამფეტამინის მოქმედების ქვეშ, აქციების დაშლაში დაედანაშაულებინა და ჯარისკაცებზე ეთქვა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეთო

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება - რომ „საპროტესტო აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ გაეროს, ევროპის საბ...

გიორგი გამსახურდია

1769170584

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავენ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას

დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას, - განაცხადა...

მარიამ ქვრივიშვილი

1769169979

საზოგადოება

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და აღსრულებაშიც ჰქონდათ უკვე მოყვანილი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულებ...

კახა კალაძე

1769168457

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი პროტესტის მონაწილეებს: თუ სამართალდამცავ ოფიცერს მიაყენებთ შეურაცხყოფას, ტრამპის ადმინისტრაცია კანონის სრული სიმკაცრით დაგსჯით

მინესოტაში მიმდინარე არეულობის ფონზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ადგილზე ჩავიდა და ქალაქ მინეაპოლისში სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრებთან შეხვედრა გამართა. ჯეი დი ვენსმა აღნიშნა,...

 ჯეი დი ვენსი