ზვიად შალამბერიძე „საიას“ სარჩელზე: ჩვენი გუნდი მხოლოდ მიესალმება, რომ მსგავსი სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში ვინაიდან, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს იმ სპეკულაციებს, რომელიც არჩევნების გარშემო იყო
ჩვენი გუნდი მხოლოდ მიესალმება, რომ მსგავსი სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში ვინაიდან, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს იმ სპეკულაციებს, რომელიც არჩევნების გარშემო იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „საიას“ სარჩელთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის აჟიოტაჟი, რომელიც „საიამ“ დილიდან ატეხა დღის ბოლოს ჩაიფუშა.
„ძალიან საინტერესო პროცესებს მივადევნეთ თვალი მთელი დღის განმავლობაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კიჟინა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ და ოპოზიციამ დასცხეს, რომ ჯერ არ მისულან ბოლომდე და თითქოს, რაღაც გამარჯვებასაც ზეიმობდნენ, საბოლოოდ ჩაიფუშა დღის ბოლოს. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ დღის ბოლოს, რომ მათ მიერ შეტანილი სარჩელის დიდი ნაწილი არ იქნა წარმოებაში მიღებული და მეორე ნაწილზე გარკვეული კითხვები გაუჩნდა სტრასბურგის სასამართლოს, რითაც მიმართა საიას. რეალურად, ახლა ელოდება მათგან პასუხს თუ რამდენად შეუძლია და არის უფლებამოსილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ ზოგადად სარჩელი შეიტანოს. შეგახსენებთ, რომ იქ იყო „საიას“ მიერ შეტანილი სარჩელი და იყო 11 ფიზიკური პირის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ „საიას“ გაცემულ პასუხს და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს სტრასბურგი“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძე.
მისი თქმით, კარგია ის ფაქტი, რომ ეს საქმე მივა ბოლომდე და არჩევნების გარშემო პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩება.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, „საიას“ ჰქონდა განზრახვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს შეეჩერებინა არჩევნების შედეგები. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ „საიამ“ სტრასბურგის უარი მიჩქმალა.
„თავიდანვე, როცა შეიტანეს სარჩელი მოითხოვეს, რომ სასამართლოს შეეჩერებინა არჩევნების შედეგები. რა თქმა უნდა უარყოფენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამის შესახებ იცოდნენ, როგორც ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დამალული რეალობები, რომელიც მათ სასიკეთოდ არ მოქმედებდა. შესაბამისად, ამაშიც დარწმუნებული ვართ, რომ ესეც ერთგვარად მიჩქმალეს. საინტერესოა ისიც, რომ ერთის მხრივ „საია“ აცხადებდა, რომ პრიორიტეტად მიიღო სარჩელი სასამართლომ და დაიწყო განხილვა, როგორც პრიორიტეტული საქმის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს საქმე 2024 წლის ბოლოს არის შესული და ფაქტობრივად წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ და ისიც გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ პრიორიტეტად არ არის საქმის განხილვა დაწყებული, არის ჩვეულებრივი რიგითობით“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, „ენჯეოების“ და რადიკალების მიზანია მეტი სიცრუე მოახვიონ საზოგადოებას თავს და ახლაც „საია“ ცდილობს „ჩამკვდარი ოპოზიციური ფლანგი გამოაცოცხლონ და ახალი სიცოცხლე შემატონ.“
„ეს ჩაიფუშება ისევ ისე, როგორც რამდენიმე საათში ჩაიფუშა მათი ტყუილები, რომელიც დილას უნდოდათ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის მოეხვიათ თავს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისი განცხადებით, არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე და ეს არაერთმა ორგანიზაციამ აღიარა.
ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო.ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება.
1769174264
საზოგადოებარევაზ სოხაძე და სულხან თამაზაშვილი აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ
დღეს აჭარის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დავათვალიერეთ. აქტიურად მიმდინარეობს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, - განაცხადა საქართველოს ინფ...
1769173884
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 24 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6941, ევრო – 3.1607, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6448 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფ...
1769172182
საზოგადოებაგამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: არცერთ პოლიტიკოსს არ უკადრებია საკუთარი პოლიცია ამფეტამინის მოქმედების ქვეშ, აქციების დაშლაში დაედანაშაულებინა და ჯარისკაცებზე ეთქვა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეთო
გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება - რომ „საპროტესტო აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ გაეროს, ევროპის საბ...
1769170584
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავენ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას
დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას, - განაცხადა...
1769169979
საზოგადოებაკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და აღსრულებაშიც ჰქონდათ უკვე მოყვანილი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულებ...


























