მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე საქართველოსა და სსფ-ს შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სექტორულ ტენდენციებს, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საინვესტიციო გარემოს და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება - 2025 წელს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 2026 წლის იანვარში კი ზრდამ 7,9% შეადგინა. მინისტრმა ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უმსხვილეს ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ პროექტები, რომლებიც თბილისსა და აჭარაში განხორციელდება, გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს განვითარების რეფორმების დღის წესრიგის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ფოკუსირებულია მაკროეკონომიკური მედეგობის გაძლიერებაზე, ეროვნული დანაზოგების გაზრდასა და პროდუქტიულობის ამაღლებაზე.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
1774427099
საზოგადოებასაქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა, ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესიას ესტუმრა და ტაძარს წმინდა გიორგის ხატი შესწირა. აშშ-ში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები...
1774427050
საზოგადოებასაქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 25 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8....
1774425800
ახალი ამბები„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში, აპრილიდან, მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვ...
1774425354
ახალი ამბებიკახა კალაძე: მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესიდა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნი...
1774423754
ახალი ამბებიარქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: დღეს შესრულდება პარაკლისი ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით და შემდეგ პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. მოგეხსენებათ საეკლესიო წესით მეცხრე დღე, როგორც მეორმოცე დღე, განსაკუთრებულია, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მ...



























