„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში, აპრილიდან, მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების სიახლეებზე საუბრისას დედაქალაქის მერმა კახა კალაძე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერია განაგრძობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების და მოზარდების აქტიურ მხარდაჭერას და შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.
„თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და შესაბამის პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს, რათა ვინმე არ დაგვრჩეს მხარდაჭერის გარეშე. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის სეანსები აპრილიდან 2 700 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება.
პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 13 000 000 ლარია და ბავშვსა და მოზარდზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი 20 სეანსი ფინანსდება. თერაპიული სეანსები მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება. რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, პერიოდულად მათი რიცხვიც იზრდება, რაც მისასალმებელია. დღეისთვის პროგრამას 15 ცენტრი ემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის სურვილია, რომ არ დარჩეს არცერთი ბავშვი თუ მოზარდი მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე.
კახა კალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყების დროისთვის, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი, დაახლოებით, 500 000 ლარს შეადგენდა.
„მას შემდეგ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. ასევე მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამ. გარდა ამისა, მერიის პროგრამის ფარგლებში, თერაპიული სეანსები თავიდან მხოლოდ 2-დან 14 წლის ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და შესაბამისი ასოციაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ 2018 წლიდან პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაზარდა.
ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, რომელიც მუშაობს. ჩვენი მიზანია, რომ მშობლებს მაქსიმალურად შეგისუბუქოთ მდგომარეობა, დაგეხმაროთ, გვერდით დაგიდგეთ და ჩვენი მხრიდან გქონდეთ ყველანაირი მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
1774425354
ახალი ამბებიკახა კალაძე: მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესიდა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნი...
1774423754
ახალი ამბებიარქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: დღეს შესრულდება პარაკლისი ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით და შემდეგ პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. მოგეხსენებათ საეკლესიო წესით მეცხრე დღე, როგორც მეორმოცე დღე, განსაკუთრებულია, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მ...
1774422821
საზოგადოება2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულა...
1774422676
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ავტოკეფალიის აღიარების საქმეს ილია მეორემ 28 უმძიმესი წელი შესწირა და 1990 წლის 4 მარტს ეს უდიდესი საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ამ დღეს, მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ჩვენს პატრიარქს უბოძა აღიარების სიგელი
ავტოკეფალიის აღიარების საქმეს ილია მეირემ 28 უმძიმესი წელი შესწირა,- წერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუა...
1774420135
ახალი ამბებიპრეზიდენტი: დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში, დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!
„დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ს...


























