მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო აგრძელებს თავისი პოზიციის გაუმჯობესებას ბიზნესისთვის ხელსაყრელი და გლობალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების მხრივ

„საქართველოს ეკონომიკამ შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა. პანდემიის შემდგომ პერიოდში, საქართველო რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნად იქცა და 2021-2024 წლებში საშუალოდ ზრდამ 9,7%-ს მიაღწია. 2025 წელიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო: იანვარ-აგვისტოში 7,9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News -თან ინტერვიუში.

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ წარმატებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კვალდაკვალ, ქვეყანა მზადაა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმების პროცესი, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების, მეტი მაღალი ხარისხის ინვესტიციების მოზიდვისა და პროდუქტიული კაპიტალის მოზიდვის ხელშეწყობის მიმართულებით, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ ანგარიშზე „B-READY 2024“, მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ადგილის თვალსაზრისით, მეორეზე - ოპერაციული ეფექტიანობის, ხოლო მეექვსეზე - გადასახადების კუთხით. მისი თქმით, ეს რეიტინგები ასახავს საფუძვლიან რეფორმებსა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

„საქართველო აგრძელებს თავისი პოზიციის გაუმჯობესებას ბიზნესისთვის ხელსაყრელი და გლობალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების მხრივ,” - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული დინამიკის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობა ამარტივებს პროცედურებს, აუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და ზრდის ინვესტორთა მომსახურების არეალს.

„ჩვენ ვავითარებთ კაპიტალის ბაზრებს ვენჩურული კაპიტალისა და კერძო ინვესტიციების ფონდების მეშვეობით, ასევე ვთავაზობთ მასტიმულირებელ მექანიზმებს, როგორიცაა FDI საგრანტო პროგრამა, რომელიც ინვესტორის ხარჯების ნაწილს ანაზღაურებს და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რომელიც ამცირებს საშემოსავლო და მოგების გადასახადების განაკვეთს IT კომპანიებისთვის 5%-მდე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761033540

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთ...

ირაკლი კობახიძე

1761032790

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად

სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად, - გა...

ირაკლი კირცხალი

1761032762

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია სოფო ხორგუანის განცხადებაზე, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ხოლო გახარიას პარტიის რეიტინგი ლეგიტიმური: ღიმილის მომგვრელია, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური

მათემატიკაში „ძალიან ძლიერად“ არიან. ღიმილის მომგვრელია ეს განცხადება, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის წარმომადგენლის ს...

ირაკლი კირცხალია

1761032735

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ისევ ის დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, ძალიან ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელ წახალისებასაც, სამწუხაროდ ვხედავთ დღევანდელი ბრიუსელისგან

ყველაზე მთავარი რა დასკვნაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი შეხვედრიდან და შემდეგ განცხადებებიდან, ისევ და ისევ ის ხმამაღალი დუმილი, რომელსაც ვისმენთ ბრიუსელიდან, შემდეგ მათი წარმომადგენლობებიდან აქ,...

ირაკლი კირცხალია

1761032709

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები...

სურსათის ეროვნული სააგენტო