მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას

ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები ასახავს საქართველოს მზადყოფნას, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციის, ენერგეტიკის დივერსიფიკაციისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მეშვეობით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News - სთან ინტერვიუში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველო ახორციელებს ამბიციური განვითარების დღის წესრიგს, რომელიც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ კარიბჭედ აქცევს.
მარიამ ქვრივიშვილი გამოცემასთან ინტერვიუში განმარტავს, რომ საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას. მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ვაზიანში თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე.
გამოცემა წერს, რომ გაერთიანებული არაბთა საამიროების ინვესტორებთან პარტნიორობა უკვე უწყობს ხელს ეკონომიკურ ტრანსფორმაციას - კომპანია Eagle Hills-მა, 6 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება დაგეგმა ორი მასშტაბური მრავალფუნქციური პროექტის განსახორციელებლად თბილისსა და ბათუმში, ამასთან Abu Dhabi Ports Group-თან თანამშრომლობით თბილისში მშრალი პორტის პროექტი განვითარდა, რომელიც 2025 წლის ივნისში ამოქმედდა.
Gulf News - ის თანახმად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროა ქვეყნისათვის. „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,“ – აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი. მისი თქმით, ის ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის სატრანზიტო შესაძლებლობებს გაზრდის, რაც გააძლიერებს საქართველოს როლს ევროკავშირის ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციაში.
ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ სტრატეგიული პროექტები და საერთაშორისო პარტნიორობა ეკონომიკაზე დადებითად აისახება - ის უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ხდება.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
1761033540
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთ...
1761032790
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად
სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად, - გა...
1761032762
საზოგადოებაირაკლი კირცხალია სოფო ხორგუანის განცხადებაზე, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ხოლო გახარიას პარტიის რეიტინგი ლეგიტიმური: ღიმილის მომგვრელია, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური
მათემატიკაში „ძალიან ძლიერად“ არიან. ღიმილის მომგვრელია ეს განცხადება, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის წარმომადგენლის ს...
1761032735
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ისევ ის დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, ძალიან ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელ წახალისებასაც, სამწუხაროდ ვხედავთ დღევანდელი ბრიუსელისგან
ყველაზე მთავარი რა დასკვნაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი შეხვედრიდან და შემდეგ განცხადებებიდან, ისევ და ისევ ის ხმამაღალი დუმილი, რომელსაც ვისმენთ ბრიუსელიდან, შემდეგ მათი წარმომადგენლობებიდან აქ,...
1761032709
საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები...