"მაწონი" ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა - საქპატენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"მაწონი"- ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა, - ასე ეხმაურება "საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი​" საქართველოს მიერ სომხეთისთვის "მაცუნის" დასახელებით რძის პროდუქტის ტრანზიტის აკრძალვას.

"მაწონი“- ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა.

ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის განსაკუთრებული თვისებები და რეპუტაცია სწორედ ამ გეოგრაფიულ ადგილთან (საქართველოს ტერიტორიასთან) და ადამიანურ ფაქტორთან არის დაკავშირებული.

მაწონი“ - ძროხის, კამეჩის, თხის და, იშვიათად, ცხვრის რძისაგან, ან მათი ნარევისაგან მიიღება.

რძის რძემჟავურ დუღილს წარმართავს საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედო.

მაწვნის დამზადება საქართველოში, საოჯახო პირობებში, უხსოვარი დროიდან წარმოებს.

რა არის გეოგრაფიული აღნიშვნა? ის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტია და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

კანონმდებლობით აკრძალულია რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ პროდუქციასთან კავშირში, რომელზედაც არ ვრცელდება რეგისტრაცია.

დაუშვებელია რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი სარგებლობა, რომელიც იყენებს აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას.

"მაწონი“ სხვა ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან ერთად, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე დაცულია ევროკავშირის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზეც.

რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

გადადით ბმულზე და გაეცანით საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

სხვა სიახლეები:

"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო" - ნიკა გვარამია

პენიტენციური სამსახური: არ დაფიქსირებულა პატიმრების საკვებით მოწამვლის, მით უმეტეს, მასობრივად მოწამვლის ფაქტი

სალომე ზურაბიშვილი, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს შეხვდა

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773863606

ახალი ამბები

პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში

საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიცი...

პაატა სალია

1773862054

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა...

მიხეილ ყაველაშვილი

1773859497

ახალი ამბები

ბელგიის საელჩო: ჩვენ ვაღიარებთ პატრიარქის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მის სულიერ ლიდერობას

საელჩო უსამძიმრებს საქართველოს მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - ნათქვამია ბელგიის საელჩოს განცხადებაში. „ჩვენ ვაღიარებთ...

ააა

1773857843

ახალი ამბები

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის

ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა. საქართველოს საპატრიარქო ტახტი...

ილია მეორე

1773856106

ახალი ამბები

ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...

საქართველოს მთავრობა