"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო" - ნიკა გვარამია

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

"ფაქტზე იქ იყო აღძრული საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბების და შესაძლო წამების შესახებ.

დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დაზარალებულად, ანუ, არსებობს ფაქტი, ცნობილია დაზარალებული.

ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც გადასადგმელი დარჩა, არის ბრალდებულების გამოვლენა და, სავარაუდოდ, ეს იქნებიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები და, შესაძლოა, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები.

უკრაინის, ისევე, როგორც საქართველოს კანონმდებლობა ერთნაირია, აბსოლუტურად იდენტური რეგულაციისაა ამ შემთხვევაში, იმ ქმედებებში, სადაც იკვეთება წამება, არაჰუმანური მოპყრობა და მათ მოქალაქეს ეხება ეს ყველაფერი, შეუძლიათ, აღძრან ექსტრატერიტორიულობის პრინციპით საქმე საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, თანამდებობის პირების წინააღმდეგ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში.

ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 2021 წლის 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. თუმცა, 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების, მათ შორის, ვიდეოკადრების გავრცელების გამო დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა გაუუქმა.

სხვა სიახლეები:

🔳 პენიტენციური სამსახური: არ დაფიქსირებულა პატიმრების საკვებით მოწამვლის, მით უმეტეს, მასობრივად მოწამვლის ფაქტი

🔳 „მოკლე დროში კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები გახშირებულია, განსაკუთრებით აჭარაში“ - ექიმის რჩევები

🔳 სალომე ზურაბიშვილი, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს შეხვდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773895723

საზოგადოება

ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა

ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქრონიკას“ უდასტურებს, რომ მსოფლიო პატრიარქი დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას. ცნო...

ილია მეორი

1773866667

ახალი ამბები

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანი: მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ ილია მეორის განსაკუთრებულ ღვაწლს მართლმადიდებლურ სამყაროში, ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა ანტე იოზიჩმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ს...

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანი

1773864876

ახალი ამბები

ანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, უწმინდესმა იგნატიუს აფრემ II-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯ...

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II Exclusivetv.ge

1773863606

ახალი ამბები

პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში

საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიცი...

პაატა სალია

1773862054

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა...

მიხეილ ყაველაშვილი