თბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს
საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანსა და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.
როგორც მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო გასართობი და სატრენაჟორო სივრცეები.
„საბურთალოს რაიონში, პეკინის N17-ის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. გვინდა, რომ ეს სივრცე სრულად განახლებული იყოს, რის შედეგადაც მოსახლეობას ექნება ადგილი, სადაც შეძლებენ დასვენებას, ბავშვები - გართობას. აქ, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ატრაქციონების, მოსასვენებელი პავილიონებისა და სავარჯიშო სივრცის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების შესრულებას ერთი თვე დასჭირდება.
დაირგვება ხე-მცენარეები, ტერიტორია იქნება განათებული და ყოველმხრივ მოწესრიგებული. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ხვიჩიას ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია და სივრცეები ერთმანეთს დაუკავშირდება. ამ სამუშაოების განხორციელებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ, როგორც კი პროექტი გვექნება. ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და, პირველ რიგში, აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ძალიან ლამაზი, გამწვანებული, მოწესრიგებული სივრცე დასვენებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ღირებულება 441 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს, მერთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი არჩილ ნიჟარაძე გაეცნენ.
1775216404
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე
სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის...
1775216103
ახალი ამბებიპრეზიდენტი: წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა 26 მაისის ღამეს ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს და ბედავენ მასშტაბურ ეროვნულ აქციებზე საუბარს, ეს წარმოუდგენელია
უკრაინაში საომარი ვითარების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ისეთი ძალების არსებობა, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენს ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავ...
1775216057
ახალი ამბებიპრეზიდენტი: ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რასაც კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ურთიერთობის განახლების სურვილი, ორივე ქვეყნის მხრიდა...
1775215098
ახალი ამბებიკახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია. როგორც კახა კალაძემ...
1775215054
ახალი ამბებიკახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს. მანვე განმარტა, რო...





























